top of page

ხშირად დასმული კითხვები

  • ეკომატზე მასაჟი მტკივნეულია?
    პირველი 10-20 წამი ეკომატზე დაუვიწყარი შეგრძნება და ნებისყოფის გამოცდაა, თუმცა, რამდენიმე წუთში დისკომფორტი ქრება. მთელ სხეულს სითბოს და სიმშვიდის სასიამოვნო შეგრძნება ეუფლება. 2-4 წუთის შემდეგ სისხლის ცირკულაცია უმჯობესდება და გრძნობთ სითბოს. ეკომატი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და ჟანგბადით ავსებს კუნთებს, შედეგად კი, იხსნება დაჭიმულობა. 4-5 წუთიდან შესაძლოა იგრძნოთ მსუბუქი ჩხვლეტა, რაც სისხლის და ლიმფის გაძლიერებული მოძრაობითაა გამოწვეული. ჟანგბადი აღწევს კუნთებსა და ქსოვილებში და ხსნის დაჭიმულობას - დისკომფორტის ყველაზე ხშირ მიზეზს. ეკომატი ეხმარება სხეულს ტკივილის მოხსნაში, აუმჯობესებს იმუნიტეტს და ემოციურ მდგომარეობას. 5-6 წუთიდან ორგანიზმში იწყება ენდორფინების გამომუშავება. პროცედურის დროს მასაჟის ელემენტების კონტაქტი კანის აქტიურ წერტილებთან აქვეითებს სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის, დონეს სისხლში და ასტიმულირებს ენდორფინების - ბედნიერების ჰორმონის წარმოქმნას. ენდორფინებს აქვთ ბუნებრივი ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) ეფექტი და ასევე გვეხმარებიან სტრესისა და შფოთვის დაძლევაში; პასუხს აგებენ დაცულობის, სიამოვნების და ბედნიერების განცდაზე. მასაჟის დროს ასევე იმატებს სეროტონინი და დოფამინი, რომლებიც ენდორფინებთან ერთად, გვეხმარებიან განწყობის, კონცენტრაციის და მეხსიერების გაუმჯობესებაში. 6-20 წუთი: თავს გრძნობთ დასვენებულად და გეუფლებათ ბედნიერების განცდა. კვლევების თანახმად, მასაჟი ადუნებს და აღადგენს მთელ სხეულს. ადამიანებისთვის, რომლებიც იტანჯებიან ინსომნიით, შაკიკით ან ქრონიკული ტკივილით, ყოველდღიური მასაჟი N1 საშუალებაა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუ ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთ, პირველი პროცედურები შეგიძლიათ თხელი ტანსაცმლით შეასრულოთ. როდესაც შეგრძნებებს მიეჩვევით, დაწექით მატრასზე მაისურის გარეშე 20-30 წუთით.
  • ეკომატი რამე ახალია?
    ეკომატის მოქმედების მექანიზმი დაფუძნეულია აკუპრესურის პრინციპებზე. აკუპრესურა თერაპიის უძველესი მეთოდია და 3000 წელზე მეტს ითვლის. იოგებიც ხშირად მიმართავდნენ ამ მეთოდს ჯანმრთელობაზე და სხეულზე ზრუნვისთვის და სწრაფი რეგენერაციისთვის. ეკომატი გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ აკუპრესურის ყველა სარგებელი საკუთარ სახლში, მყუდრო და მშვიდ გარემოში, ტელევიზორის ყურების ან საინტერესო წიგნის კითხვის პარალელურად. საქართველოში აკუპრესურის მატრასის პირველი მწარმოებელი კომპანია არის დერმისი, თუმცა აკუპრესურის მატრასი 20 წელზე მეტია გამოიყენება აშშ-სა და ევროპაში და აქვს ძალიან დადებითი გამოხმაურება მომხმარებლებისგან. ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერით, 2014 წელს ჩატარდა კლინიკური კვლევები, რომელმაც დაადასტურა მატრასის ეფექტურობა და კვლევის მონაწილეთა ფიზიკური და ფიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.
  • როგორ მოქმედებს ეკომატი?
    წვეტიანი თავაკების კანთან კონტაქტისას ტვინი იწყებს ენდორფინების გამომუშავებას. ენდორფინები ტკივილის გაყუჩების და ანთების საწინაღმდეგო ბუნებრივი საშუალებაა. ტკივილის გაქრობის პარალელურად, ენდორფინები ასევე ამაღლებს განწყობას, იწვევს სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის - დაქვეითებას, გვანიჭებს სიმშვიდის განცდას. პარალელურად, მატრასის სამასაჟე წვეტიანი ელემენტები მოქმედებს კანზე და კანქვეშ მდებარე კუნთებზე, რაც განაპირობებს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. შესაბამისად, უჯრედებს მიეწოდება მეტი ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები, უჯრედებიდან გამოიდევნება შეგუბებული სითხე და ტოქსინები. ამგვარად, ეკომატი მოქმედებს კოპლექსურად, რადგან 1 პროცედურის დროს ხდება არა მხოლოდ ლოკალური, არამედ მთლიანი ორგანიზმის ჰოლისტიკური გაჯანსაღება.
  • რატომ წითლდება კანი და რამდენ ხანში გაივლის სიწითლე?
    ეკომატზე მასაჟისას ძლიერდება სისხლის ნაკადის მოდინება მასაჟის ზონაში კანსა და კუნთებში. სისხლთან ერთად ქსოვილებს ჟანგბადი და საკვები ნივთიერებებიც გაძლიერებულად მიეწოდება. ამ დროს სხეულში იგრძნობთ სითბოს და სასიამოვნო კომფორტს. კანის სიწითლე პროცედურის შემდეგ 10-15 წუთში უკვალოდ გაქრება, თუმცა სასიამოვნო შეგრძნებები და კარგი განწყობა დიდხანს გაგყვებათ.
  • შეიძლება თუ არა ეკომატის გამოყენება ლაქტაციის (ჩვილის ძუძუთი კვების) დროს?
    ეკომატი მეძუძური დედებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო გამოსავალია ტკივილის და ფიზიკური დისკომფორტის დასაძლევად, რადგან ლაქტაციის დროს ყოველთვის სიფრთხილით ინიშნება ყველა მედიკამენტი, რათა ჩვილს ზიანი არ მივაყენოთ. ეკომატს არ აქვს გვერდითი მოვლენები და არ შეიცავს ტოქსინებს, შესაბამისად, იგი არის უსაფრთხო ძუძუთი კვების დროს. ფიზიკური დისკომფორტის მოხსნის პარალელურად, ეკომატი დაემარება დედებს უძილო ღამეებით, ნერვიულობითა და გადაღლით გამოწვეული სტრესის დაძლევაშიც.
  • ეკომატი მხოლოდ ქალებისთვისაა?
    არა, ეკომატი ყველასთვისაა, ვისაც თავის, კისრის, ზურგის, წელის და ფეხების ტკივილი აწუხებს; ხშირად უწევს ფეხზე დგომა ან ჯდომა (კონსულტანტი, მოლარე, ექიმი, ოფისის თანამშრომელი, მძღოლი, ქირურგი, მოგზაური); ხშირად აქვს შაკიკის შეტევები; აქვს სტრესი და ხშირად შფოთვა ეწყება; უჭირს ჩაძინება ან ღამით ხშირად ეღვიძება; საჭმლის მონელების პრობლემები აქვს; აწუხებს ცელულიტი და სურს კანის ერთგვაროვანი რელიეფის მიღება; უბრალოდ, უყვარს მასაჟი და სპა პროცედურები!
  • როდის ჯობს ეკომატის გამოყენება?
    ეს დამოკიდებულია, თუ რისთვის ვიყენებთ ეკომატს. თუ ენერგია გვჭირდება, სასურვეილია პროცედურა ჩაიტაროთ დილით, გაღიძებისას - დადექით ეკომატზე ან ჩამოჯექით საწოლზე და ტერფები დააწყვეთ მატრასზე. 5 წუთი საკმარისია, რათა მთელი დღის სამყოფი ენერგიით შეივსოთ. ინსომნიისას (უძილობის) ეკომატს ვიყენებთ ძილის წინ, თბილი შხაპის შემდეგ დააფინეთ ეკომატი იატაკზე ან პირდაპირ საწოლზე და წამოწექით. 20 წუთი საკმარისია, რათა სწრაფად და ღრმად ჩაგეძინოთ. მასაჟს დროს არ გამოიყენოთ სმარტფონები. შეგიძლიათ მოუსმინოთ წყნარ მუსიკას ან წაიკთხოთ წიგნი. არ დაგეძინოთ ეკომატზე! ტკივილის დროს ეკომატის გამოყენბა შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. შეათავსებთ საყვარელ საქმიანობასთან და სამუშაოსთანაც, რადგან მასაჟი ფაქტობრივად ნებისმიერ ზედაპირზე ეფექტურია, იქნება ეს იატაკი, სკამი, საწოლი თუ დივანი.
  • რისთვის გამოიყენება მეზოროლერი?
    მეზოროლერი 0,25 მმ-0,3 მმ სიგრძის ნემსით: ავიწროებს გაფართოებულ ფორებს; ამცირებს ზედაპირულ ნაოჭებს; აღიავებს პიგმენტურ ლაქებს; კანის ფერს ათანაბრებს; აუმჯობესებს გარეგანად გამოსაყენებელი საშუალებებიდან (სერუმებიდან, კოქტეილებიდან, საცხებიდან) მკვებავი ნივთიერებების შეწოვას. 0,25-0,3 მმ მეზოროლერის გამოყენება კურსის სახით: ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით, 1 თვის განმავლობაში, დაბანილ, გასუფთავებულ საზეზე, ღამის რუტინის დაწყებამდე. 1 თვის შემდეგ კვირაში 1-2-ჯერ. მეზოროლერი დაუბრუნებს თქვენ კანს ახალგაზრდულ იერს, ჯანსაღ ფერს და ელასტიურობას.
bottom of page