top of page

დერმისის კონცეფციის შესახებ

დერმისი შეიქმნა იდეით, რომ მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა თავის მოვლისა და გაჯანსაღების ისეთი პროდუქტები, რომლებიც კვლევებით და საერთაშორისო გამოხმაურებებითაა გამყარებული.

დერმისში ვთვლით, რომ საუკეთესო შედეგისთვის, სილამაზის გაჯეტი უნდა ეხმარებოდეს ორგანიზმს რეგენერაციაში (თვითაღდგენაში).

 

ასეთ დამხმარე საშუალებებს წარმოადგენს მეზოროლერი და 3D როლერი, რომლებიც ორგანიზმს „აიძულებს“ თავად გაიახალგაზრდაოს კანი.

ასევე მივიჩნევთ, რომ სწორი თერაპიისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ კანის სილამაზეს, ახალგაზრდულ იერს, მოქნილ და ჯანმრთელ სხეულს, არამედ გარემო პირობებს, სოციალურ ასპექტებს და ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. 

ადამიანის სხეულში მიმდინარე თუნდაც მცირე ცვლილება გავლენას ახდენს მთლიან ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესზე, რაც გახდა ინსპირაცია მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ჰოლისტიკური მკურნალობის უნიკალური მეთოდი - აკუპრესურის მატრასი - ეკომატი.

 

ეკომატი კომპლექსურად უმკლავდება ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ ცვლილებებს და ცვლის ცხოვრების ხარისხს.

bottom of page