top of page
  • 24 კარატიანი სუფთა ოქროთი, ბუნებრივი ბიო ინგრედიენტებით და დამატენიანებელი ნივთიერებებით.

     

    ოქროს ნიღბის გამოყენების შემდეგ კანს უბრუნდება თანაბარი ფერი, სიმკვრივე, ელასტიურობა.

     

    ოქროს ნიღაბი კოლაგენით ხელს უშლის კანში კოლაგენის და ელასტინის დაშლას, ასტიმულირებს უჯრედების რეგენერაციას (თვითგანახლებას), ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, ამაღლებს  კანის იმუნიტეტს, ატენიანებს კანს და აუმჯობესებს ელასტიურობას.

     

    რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის, განსაკუთრებით დაღლილი და გამომშრალი კანისთვის.

     

    ოქროს ბიოკოლაგენის  სახის ნიღაბი:

     

    • ღრმად ატენიანებს სახის კანს;
    • ხელს უწყობს სახის ოვალის შენარჩუნებას და აღდგენას;
    • აბალანსებს კანის PHს;
    • აქვს დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
    • ებრძვის კანის ბიოლოგიური და გარეგანი ფაქტორებით გამოწვეულ დაბერების პროცესს;
    • ააქტიურებს უჯრედების რეგენერაციას (აღდგენას);
    • აქვს კანის გამაღიავებელი მოქმედება.

     

    რა განსხვავებაა ქსოვილისა და ჰიდროგელის ნიღბებს შორის?

     

    ქსოვილის ნიღბებისგან განსხვავებით, ჰიდროგელის ნიღბები მჭიდროდ ეკვრის კანს და ქმნის სათბურის ეფექტს, რის შედეგადაც მკვებავი ნივთიერებები სწრაფად არ ორთქლდება, ღრმად აღწევს ეპიდერმისში და აქვს ძლიერი დამატენიანებელი ეფექტი.

     

     

    გამოყენების წესი:

     

    • დაიბანეთ სახე თბილი წყლით და გაიმშრალეთ;
    • გახსენით შეფუთვა და ამოიღეთ პლასტმასის ფირფიტა;
    • ნიღაბი უნდა გამოიყენოთ გახსნისთანვე;
    • ფრთხილად აიღეთ ნიღაბი და შიდა მხარით დაიკარით სახეზე, გაასწორეთ მისი კიდეები, რომ კანთან ჰქონდეს კარგი კონტაქტი;
    • გაიჩერეთ 20-30 წუთით;
    • არ გამოიყენოთ ნიღაბი განმეორებით.

     

    გაფრთხილება:

     

    • მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის;
    • არ გამოიყენოთ მზისგან დამწვრობის შემდეგ;
    • არ გამოიყენოთ დაკაწრულ კანზე ან ჭრილობაზე;
    • შეწვიტეთ გამოყენება, თუ იგრძნობთ ნებისმიერი სახის დისკომფორტს;
    • შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

     

     

    ჰიდროგელის ოქროს ნიღაბი კოლაგენით

    13,00GELPrice
      bottom of page