რისთვის ვიყენებთ მეზოროლერს?
- ნაწიბურები - ოპერაციის და აკნეს შემდგომი ნაწიბურების სამკურნალოდ;
- თმის/წვერის ზრდის სტიმულაციისთვის;
- თმის ცვენის შესამცირებლად;
- სახის ფერის, მისი სიმკვრივის და ტონუსის გასაუმჯობესებლად;
- მეზოროლერი უზრუნველყოფს სერუმებიდან მკვებავი ნივთიერებების უკეთ შეწოვას;
- ნაოჭების სიღრმის და რაოდენობის შესამცირებლად;
- ნაოჭების პროფილაქტიკისთვის;
- ფორების შესავიწროვებლად.
- ცელულიტის და სტრიების მკურნალობისთვის.
მიკრონემსების რაოდენობა: 192
ინდივიდუალური ნემსი:
- 0.75 მმ
- 1.0 მმ
- 1.5 მმ
მიკრონემსები დამზადებულია ტიტანისგან.
მეზოროლერი ინდივიდუალური ნემსებით
27,00GEL Regular Price
19,00GELSale Price
- დარწმუნდით, რომ არ გაქვთ მეზოროლერის გამოყენებისთვის წინააღმდეგჩვენებები;
- გაისუფთავეთ სახე. სასურველია ქაფით;
- უშუალოდ გამოყენების წინ გაასუფთავეთ მეზოროლერი, დაამუშავეთ ქლორჰექსიდინით ან სამედიცინო სპირტით - 30 წუთის განმავლობაში გააჩერეთ ხსნარში;
- გაატარეთ მეზოროლერი მასაჟის ხაზებზე 5-10-ჯერ ყველა მიმართულებით - ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად, ირიბად. მიმართულების შეცვლისას მეზოროლერი აუცილებლად მოაშორეთ კანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირ კანზე შემოტრიალებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ტრავმირება. მთლიანი პროცედურა გრძელდება 5-7 წუთი;
- არ დააწვეთ კანს, როლერი უნდა მოძრაობდეს მსუბუქად, ზეწოლის გარეშე;
- პროცედურის შემდეგ სახეზე დაიტანეთ სასურველი სახის კრემი ან ნიღაბი. შესაძლებელია პანთენოლის შემცველი კრემის გამოყენებაც;
- გარეცხეთ მეზოროლერი გამდინარე წყალში, გააშრეთ ჰაერზე, დაამუშავეთ სპირტით და შეინახეთ თავის ყუთში.