IPL ლაზერის თმის მოსაშორებელი ფოტოეპილატორი სახლში გამოსაყენებლად.
ლაზერის აპარატი შეგიძლიათ, გამოიყენოთ: ზედა ტუჩის, შუბლის, იღლიის, კიდურების და სხვა ზონებზე არასასურველი თმის მოსაშორებლად.
ეპილატორი ეფექტურია მუქი ფერის თმის მქონე ადამიანებისთვის. არ გამოგადგებათ, თუ გაქვთ ძალიან ღია, ნაცრისფერი ან ქერა თმა.
ფოტოეპილატორის შეფუთვაში დაგხვდებათ:
- IPL აპარატი;
- დამცავი სათვალე;
- საპარსი;
- კვების კაბელი;
- გამოყენების ინსტრუქცია.
IPL ლაზერის თმის მოსაშორებელი ფოტოეპილატორი
პროდუქტის აღწერა:
- ნათურა: Xenon Quartz Tube (ინტენსიური პულსირებადი ნათება)
- კვების წყარო: ქსელი
- ძაბვა: 100-240 V
- ლაზერის მოქმედების არეალი: 33*10 მმ²
- რეჟიმების რაოდენობა: 5
- იმპულსების რაოდენობა: 500 000
- ტალღის სიგრძე: 470-1100 ნმ
- სამუშაო ტემპერატურა: 5℃-30℃
- სამუშაო ტენიანობა: 30%-60%
- ზომა: 124*83*48.5 მმ³
- წონა: 186 გ
- ფერი: თეთრი
IPL ფოტოეპილატორის/ლაზერის გამოყენების დეტალური ინსტრუქცია:
- გამოიყენეთ სამედიცინო სპირტი ეპილატორის ციმციმა თავაკის გასაწმენდად;
- დააჭირეთ ჩამრთველ ღილაკს 1 წამის განმავლობაში;
- ლაზერის აპარატი ამუშავდება;
- აპარატზე ინდიკატორი გამწვანდება და ხმითაც დარწმუნდებით, რომ იგი მუშაობს.
გაითვალისწინეთ:
- აპარატის ჩართვისას დაინახავთ წითლად აციმციმებულ ინდიკატორს;
- ციმციმა თავაკის კანთან მიახლოებისას, შენიშნავთ, რომ წითელი ინდიკატორი დაიწყებს ციმციმს. წითელი ინდიკატორი იწყებს ციმციმს მაშინ, როდესაც აპარატის სენსორი მიუახლოვდება და აღიქვამს ადამიანის კანს.
- წითელი ინდიკატორი აუცილებლად უნდა ციმციმებდეს, სხვა შემთხვევაში, აპარატი არ იმუშავებს. თუ წითელი ინდიკატორი აგვიანებს ციმციმს, უფრო ახლოს მიიტანეთ ლაზერი კანთან.
- გამოიყენეთ ჩართვის ღილაკი ლაზერის ინტენსივობის დასარეგულირებლად.- ლაზერის ინტენსივობის დონე განისაზღვრება ლურჯი ინდიკატორით.
- 1-ელი დონე ყველაზე დაბალი ინტენსივობის მქონეა,
- მე-5 დონე - ყველაზე მაღალი ინტენსივობის.
- მას მერე, რაც ლაზერის ინტენსივობის დონეს შეარჩევთ, მიუახლოვეთ ლაზერის ციმციმა თავაკი კანს;
- სინათლის წითელი ინდიკატორი დაიწყებს ციმციმს, რაც ნიშნავს, რომ ლაზერის აპარატის გამოყენების დაწყება შეგიძლიათ და დააჭირეთ იმპულსის ღილაკს.
- აპარატი გაატარებს ლაზერის სხივს ერთხელ. ყოველი გატარების შემდგომ, სინათლის წითელი ინდიკატორი გამოირთვება და დაიწყებს ციმციმს 1-3 წამის შემდგომ;
- ციმციმის დაწყება მიანიშნებს, რომ აპარატი მზად არის განმეორებით გამოსაყენებლად.
გაითვალისწინეთ:
იდეალური შედეგისთვის, 2-3 გადატარებაა საჭირო კანის ერთსადაიმავე მონაკვეთზე;
აპარატი არ იმუშავებს სრულფასოვნად, თუ კანთან მიახლოებისას სინათლის წითელი ინდიკატორი არ დაიწყებს ციმციმს;
თუ წითელი ინდიკატორი ციმციმს არ დაიწყებს, მიყევით შემდეგ ინსტრუქციას:- დარწმუნდით, რომ ლაზერის ნათურა ახლოსაა კანთან;
- ლაზერის წითელი სინათლის ინდიკატორი ციმციმებს კანთან მიახლოებისას, დაელოდეთ 3-5 წამის განმავლობაში;
- გადატვირთეთ ხელსაწყო და სცადეთ ზემოთ ჩამოთვლილი ინსტრუქცია ხელმეორედ;
- თუ ზემოთჩამოთვლილი ნაბიჯები უშედეგოა, დაუკავშირდით კომპანიის წარმომადგენელს.
- თუ ლაზერის აპარატს დატოვებთ უმოქმედოდ, 5 წუთის შემდგომ იგი გადავა ლოდინის რეჟიმში. ასეთ დროს დააწექით ჩამრთველ ღილაკს აპარატის ასამუშავებლად.
გაითვალისწინეთ:
გადატვირთვისას ლაზერის აპარატის ინტენსივობა დაუბრუნდება საწყის, 1-ელ, დონეს.
- დააწექით ჩამრთველ ღილაკს უწყვეტად 3 წამის განმავლობაში და აპარატი გამოირთვება;
- როდესაც დაასრულებთ აპარატის გამოყენებას, აუცილებლად გაწმინდეთ ლაზერის აპარატის ციმციმა თავაკი სამედიცინო სპირტით.
გაითვალისწინეთ:
აპარატის ხშირი გამოყენებისას მინაზე შესაძლოა, გაჩნდეს მოთეთრო ლაქა, რამაც არ უნდა შეგაშინოთ, რადგან ეს უკანასკნელი არ იმოქმედებს აპარატის გამართულ მუშაობასა და შედეგიანობაზე.
ლაზერის პირველ გამოყენებამდე რეკომენდებულია ჩაიტაროთ კანის ტესტი პროცედურამდე 2 საათით ადრე.
ტესტის ჩატარების მეთოდი:
ჩაიტარეთ სასინჯი პროცედურა კანის მცირე მონაკვეთზე მკლავის შიდა მხარეს:- დაიწყეთ მცირე სიმძლავრით და გაზარდეთ მაქსიმალურამდე.
- გაატარეთ ეპილატორი 1-2-ჯერ ერთსა და იმავე ადგილას.
- 2 საათის შემდეგ თუ გექნებათ საცდელი პროცედურის ჩატარების არეზე სიწითლე, დამწვრობის ნიშნები, ტკივილი ან ნებისმიერი სხვა სიმპტომი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ეპილატორის გამოყენებამდე.
- მცირე დისკომფორტის შემთხვევაში, გამოიყენეთ ეპილატორი განმეორებით, დაბალი ინტენსივობის რეჟიმით. თუ დისკომფორტი გაგრძელდება, გაესაუბრეთ ექიმს.
- გაწმინდეთ ნათურა, გაიპარსეთ თმა იმ ზონებზე, რომელზეც გეგმავთ ეპილაციის ჩატარებას;
- ჩართეთ აპარატი, აირჩიეთ საჭირო ინტენსივობა;
- პროცედურის დასრულების შემდეგ გაიგრილეთ კანი ყინულიანი წყლით ან გაცივებული სველი პირსახოცით;
- კანის დასატენიანებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტონერი;
- ნუ დაამუშავებთ კანის ერთსა და იმავე ზონას რამდენჯერმე ერთი
პროცედურის განმავლობაში. დასაშვებია მაქსიმუმ ორი ნათება ერთსადაიმავე ადგილას.- გამოყენებისას არ დაინათოთ მოწყობილობა თვალზე ან თვალის არეში;
- პროცედურის შემდგომ კანის სიწითლე ნორმალურია. შეგიძლიათ კანი გაიგრილოთ ცივი წყლით ან ცივი სველი პირსახოცით;
- არ გაწმინდოთ მოწყობილობის ციმციმა თავაკი ალკოჰოლური სითხის შესხურების გზით/შესხმით;
- არ გამოიყენოთ მოწყობილობა სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებთან კომბინაციაში: გელი, საცხები, კოსმეტიკური საშუალებები და სხვა სითხეები.
- საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ მაღალი ინტენსივობის რეჟიმი (გაფრთხილება: აუცილებლად გაეცანით "თმის მოცილების პროცესს").
- რაც უფრო მუქი ფერისაა კანი, მით უფრო ნაკლებად ეფექტურია პროცედურა. ასევე, შესაძლოა დააყოვნოს რეაქციამ კანის ტესტის დროსაც. ამიტომ ინტენსივობის მომატებამდე 2-ჯერ გაახანგრძლივეთ დაკვირვების დრო.
- პროცედურის ჩატარების შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატენიანებელი ან მზისგან დამცავი საცხი.
- მოერიდეთ მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას მოწყობილობის გამოყენების შემდეგ. სახლიდან გასვლის წინ, დაიტანეთ კანზე მზისგან დამცავი საცხი.
- ნუ დაბლოკავთ რაიმე ფორმით ეპილატორის საჰაერო სივრცეს და გაგრილების განყოფილებას, რათა შეუფერხებლად იმუშაოს მოწყობილობის გაგრილების სისტემამ.
- მოწყობილობაში შემთხვევით ჩარჩენილმა თმამ შეიძლება გამოიწვიოს თეთრი ლაქები თავაკის მინაზე, მაგრამ არ შეშინდეთ, ეს არ იმოქმედებს მოწყობილობის გამართულად და ეფექტურად მუშაობაზე.
- ეპილატორი არ არის წყალგამძლე, მოარიდეთ წყალთან კონტაქტს;
- ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, გამორთეთ მოწყობილობა. თუ აღმოაჩენთ, რომ ციმციმა ფანჯარა გატეხილია, დაუკავშირდით კომპანიას ტექნიკური მომსახურებისთვის.
- არ შეინახოთ მოწყობილობა ძლიერი მაგნიტური ველის მქონე ნივთებთან ერთად, მოარიდეთ მტვერს და მაღალ ტემპერატურას.
- ეცადეთ არ დააზიანოთ მოწყობილობა, შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
ეპილატორი არ გამოიყენოთ, თუ:
- გაქვთ კანის დაავადება;
- გაწუხებთ გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, ეკზემა ან სხვა;
- აღგენიშნებათ ფოტოსენსიბილიზაცია;
- გაქვთ მენსტრუალური ციკლი; ხართ ორსულად ან გადიხართ ლაქტაციის პროცესს;
- გაქვთ რუჯი;
- გაქვთ მუქი ფერის კანი (გადახედეთ ფერების კონტრასტის დაფას დეტალურ ინსტრუქციაში);
- გაქვთ შავი ან მუქი ყავისფერი ხალი;
- დარღვეულია კანის მთლიანობა, არის ნაწიბური ან შეხორცებული ჭრილობა;
- ონკოლოგია;
- ჰემანგიომა;
- იყენებთ ნებისმიერი სახის თვალის პროთეზს.
გაითვალისწინეთ, რომ
- თმის მოცილების კურსად ითვლება 6-10 პროცედურა;
- პირველი 6 პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ ორ კვირაში ერთხელ;
- შემდგომი 6-10 პროცედურა ყოველ 4 კვირაში ერთხელ;
- თუ შეამჩნევთ, რომ იზრდება თმის თხელი ღერები, ჩაიტარეთ პროცედურა ყოველ 2-3 თვეში ერთხელ, სასურველი შედეგის მიღწევამდე;
- იმ ზონებზე, სადაც უხეში თმა იზრდება, საუკეთესო შედეგის მისაღებად, სასურველია პროცედურის ჩატარება უფრო ხშირად.