top of page

ფეხის ტკივილი, შეშუპება და ეკომატი

Updated: Jul 31, 2023

ფეხების ტკივილს მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ, ან თუ მთელი დღე ფეხზე დგომა გიწევთ, სისხლის მიმოქცევის გაუარესების გამო, ნერვის ანთების ან ცხოვრების უმოძრაო, მჯდომარე რეჟიმის შედეგად.

გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, ფეხების ტკვილი დიდ გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე, განწყობაზე და რაც მთავარია, ძილზე და ძილის ხარისხზეც.


გათავისუფლდით ფეხების ტკივილისგან სულ რაღაც 15-30 წუთში ეკომატის დახმარებით.


დერმისის აკუპრესურის მატრასი - ეკომატი მარტივად უმკლავდება ფეხების ტკივილს, დაღლილობას და შეშუპებას.

ახალგაზრდა ქალი დგას დერმისის აკუპრესურის მასაჟის მატრასზე - ეკომატზე  და იტარებს პროცედურას ფეხების შეშუპების და ტკივილის წინააღმდეგ

დერმისის ეკომატის რეგულარულად გამოყენებისას:

  • მცირდება ან ქრება ტკივილი: ეკომატის მრგვალი, წვეტიანი თავაკები ასტიმულირებს ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლების - ენდორფინების სინთეზს, რომლებიც თავის ტვინში უკავშირდებიან მიუ-ოპიოიდურ რეცეპტორებს და ავლენენ ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას;

  • უმჯობესდება სისხლის და ლიმფის მიმოქცევა, რაც იწვევს დაბუჟების და ტკივილის შემცირებას; შეგუბებული სითხის და ტოქსინების გამოდევნის შედეგად მცირდება შეშუპება. ეს დადებითად აისახება არა მხოლოდ კონკრეტულ პრობლემურ ზონაზე, არამედ მთლიან სხეულზე.

  • მასაჟი აქრობს კუნთების სპაზმს და დაძაბულობას - ფეხის და კისრის ტკივილის ძირითად მიზეზებს;

  • ფეხის ტკივილის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია კუნთოვანი ბოჭკოების ანთება. რეგულარული მასაჟი ამცირებს ანთებით პროცესს და ეფექტურად ხსნის ფეხების ქრონიკულ ტკივილს;

  • ეკომატი დაგეხმარებათ მშვიდად დაძინებაშიც.

გოგონა წევს დერმისის აკუპრესურის მატრას ეკომატზე და ფეხები უდევს ეკომატის ბალიშზე

コメント


bottom of page