სტრესი შეიძლება გამოვლინდეს შფოთვით, უძილობით, დაღლილობით, ადვილად გაღიზიანებადობით, დეპრესიით, მოტივაციის დაკარგვით, „გადაწვით“. სტრესი სხეულში ვლინდება ტკივილის, კუნთების დაჭიმვის და დაავადებითაც კი, რაც, თავის მხრივ, იწვევს დამატებით სტრესს და პრობლემებს.
დერმისი გთავაზობთ სტრესთან გამკლავების უშფოთველ მეთოდს: აკუპრესურის მატრასი - ეკომატი
მატრასის მრგვალი, წვეტიანი თავაკები კანთან კონტაქტისას ასტიმულირებს ენდორფინების გამომუშავებას. ენდორფინებს ბედნიერების ჰორმონებსაც უწოდებენ. ისინი მსუბუქი ეიფორიის, სიმშვიდის განცდას იწვევენ. ამ დროს ორგანიზმში მცირდება სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის დონე, რის შედეგადაც, უმჯობესდება განწყობა, მოტივაცია, კონცენტრაცია და მეხსიერება.
დერმისის ეკომატის რეგულარული გამოყენება:
ასტიმულირებს ენდორფინის გამომუშავებას. ენდორფინი ბედნიერების ჰორმონია და გვიქმნის ეიფორიის, სიმშვიდის და კომფორტის განცდას;
ენდორფინი თავის ტვინში მიუ-ოპიოიდურ რეცეპტორებს უკავშირდება და ბლოკავს ფიზიკურ ტკივილს;
აუმჯობესებს ძილს, რაც სტრესთან გამკლავების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია;
ხსნის კუნთების დაძაბულობას;
აუმჯობესებს განწყობას.
სტრესის მიზეზებს, სამწუხაროდ, ვერ გავექცევით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ მათზე ჩვენი ემოციური რეაქცია. საკუთარ თავზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა გვმატებს სიმამაცეს და სულიერ სიმშვიდეს, სადაც არ უნდა ვიყოთ - სამსახურში თუ სახლში.
Comments