top of page

როგორ დაიწყო ეკომატი

Updated: Nov 29, 2023

აკუპრესურის მატრასის შესახებ პირველად ჩემი ევროპაში მცხოვრები მეგობრისგან, სალომესგან, შევიტყვე.

ჩემი მეგობარი ამზადებდა წვრილ დეტალებს ყოველდღურად, 8 საათის განმავლობაში, რის გამოც წელის, მხრების და ხელების ტკივილი მის მუდმივ პრობლემად იქცა. სცადა მასაჟის კურსი, სარეაბილიტაციო ვარჯიშებიც, რამაც მდგომარეობა გაუუმჯობესა, თუმცა გამუდმებით მასაჟის პროცედურაზე სიარული ძვირადღირებული სიამოვნებაა. სწორედ წელის ტკივილის გადაწყვეტის ძიებაში სალომემ აღმოაჩინა აკუპრესურის მატრასი. ამ მატრასზე მომხმარებლები წერდნენ და ამბობდნენ, რომ ის ნამდვილად ეფექტურია გამოყენებისას და მათი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მატრასის დახმარებით.


1 კვირაში სალომეს სახლშიც გაჩნდა აკუპრესურის მატრასი - ბევრი წვეტიანი კბილანით, რომლებზეც შიშველი სხეულით უნდა დაწოლილიყო. პირველი რეაქცია მართლაც დაუვიწყარი იყო, შოკისმომგვრელი! თუმცა 2 წუთის შემდეგ დისკომფორტი სითბომ შეცვალა და ნელ-ნელა ტკივილიც გაქრა. მსგავს ეფექტს არავინ ელოდა. ასე იქცა აკუპრესურის მატრასი სალომეს რუტინის ნაწილად - სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ პირველი, რასაც აკეთებდა, მატრასზე წვებოდა და 30 წუთიან რელაქსაციას იწყობდა.

სალათისფერი თეთრთავაკებიანი აკუპრესურის მატრასი დევს დივანზე, გვერდით ჩანს მაგიდა, რომელზეც არის გადაშლილი წიგნი, ჭიქა ყავით, სახილე და ხილი

ასეთი ეფექტურობის გამო, აკუპრესურის მატრასის შეძენა მეც გადავწყვიტე, რადგან ორი მცირეწლოვანი ბავშვის ხელით ტარების გამო წელი ფაქტობრივად ქრონიკულად მტკიოდა. მასაჟის პროცედურაზე ვერც ვიოცნებებდი, დატვირთული გრაფიკისა და ბავშების გამო დრო ისედაც არაფრისთვის მრჩებოდა. ერთადერთი გამოსავალი ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების მიღება იყო, თუმცა კუჭის პრობლემის მიზეზით ვცდილობდი, წამლები ხშირად არ მიმეღო და ტკივილი მომეთმინა. გადავწვიტე, მეცადა და რადგან საქართველოში ასეთი მატრასი ვერ ვიყიდე, მომიწია გამომეწერა.


ჩემს შემთხვევაშიც პირველი პროცედურა შოკისმომგვრელი იყო, თუმცა სუნთქვაზე ვკონცენტრირდი და დისკომფორტი რამდენიმე წუთში სასიამოვნო შეგრძნებებმა ჩაანაცვლა. ტკივილიც ნელ-ნელა გაქრა.

მე უძილობის პრობლემაც მქონდა და ჩემდა გასაკვირად, მატრასზე პროცედურის შემდეგ, ძალიან სწრაფად ვიძინებდი.


ეკომატი საქართველოში


მცირე დროის მერე ბუნებრივად გაჩნდა იდეა, საქართველოშიც გვქონოდა აკუპრესურის მატრასი, რომელიც ბევრ ადამიანს დაეხმარებოდა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მარტივად გადაწყვეტაში. ამ დროს დერმისი უკვე არსებობდა და გადავწყვიტეთ, მსგავსი მატრასების რეალიზაციაც დაგვეწყო. შევუდექით მწარმოებლის ძებნას. ჩვენთვის უმთავრესი იყო, გვეპოვა ისეთი მწარმოებელი, რომელიც შემოგვთავაზებდა კარგი ხარისხის ხელმისაწვდომ პროდუქტს.


აკუპრესურის მატრასის წვეტიანი სამასაჟე ელემენტები

რატომ „ეკომატი“?


ბევრი ვიფიქრეთ, თუ რა დაგვერქვა დერმისის აკუპრესურის მატრასისთვის, რომ მარტივად დასამახსოვრებელიც ყოფილიყო და ამავდროულად, ერთ სიტყვაში მოგვექცია მისი მოქმედების მექანიზმიც. ბევრი სხვადასხვა ვარიანტის განხილვის შემდეგ, ერთხმად შევჯერდით „ეკომატზე“.

სიტყვა „ეკო“ თანამედროვე მარკეტინგში ხშირად გამოიყენება, თუმცა ჩვენი მატრასი ნამდვილად იმსახურებს ამ სახელს, რადგან ეკოლოგიური გზით ახდენს ტკივილის გაყუჩებას, კუნთების დაჭიმულობის, სპაზმის, დაღლილობის მოხსნას, აუმჯობესებს ძილს.

ეკომატი „რთავს“ ორგანიზმში თვითგაჯანსაღების პროცესს. ეკომატის ჰოლისტიკური მოქმედების გამო, პროცედურის დროს უმჯობესდება არა მხოლოდ სამასაჟე არეალის, არამედ მთლიანი ორგანიზმის მდგომარეობა და ცხოვრების ხარისხი. ამიტომ, სწორედ ეკომატი, ამაყად!

დერმისის მწვანე და იისფერი კუპრესურის მატრასი ეკომატი

ჩვენი იასამნისფერ და მწვანე ფერის ეკომატები, 5,000-ზე მეტი სამასაჟე წერტილით, მოქმედებს ღრმად და ასრულებს ყველაფერს, რასაც გპირდებათ!

176 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page