დღეში 20 წუთი ეკომატზე საკმარისია პოზიტიური ცვლილებებისთვის. მთავარია, გამოიყენოთ იგი რეგულარულად. ეკომატის გამოყენება შეიძლება როგორც იატაკზე, ასევე, საწოლზე, სკამზე და დივანზე, საყვარელ საქმიანობასთან ან სამუშაოსთან შეთავსებით.
რაც უფრო მყარ ზედაპირზე ვიტარებთ პროცედურას, მით უფრო ინტენსიური და ეფექტურია მასაჟი.
პირველი წამები ეკომატზე საკმაოდ უსიამოვნოა, თუმცა ამ რამდენიმე წამის შემდეგ იგრძნობთ ძალიან სასიამოვნო სითბოს, დისკომფორტი და დაჭიმულობა ქრება, სხეული დუნდება, გონება კი, მშვიდდება.
პირველ დღეებში, ახალ შეგრძნებებთან კანის მისაჩვევად, შეგიძლიათ პროცედურის დროს ჩაიცვათ თხელი მაისური.
ტერფების მასაჟი სასურველია დაიწყოთ თხელი წინდებით და მიჩვევის შემდეგ დადგეთ შიშველი ტერფებით.
ზურგის მასაჟი
სასურველია, ეკომატთან პირველი ნაცნობობა დაიწყოთ ზურგის მასაჟით. იგი გააქრობს ტკივილს და უსიამოვნო დაჭიმულობას, შეამცირებს სტრესს და გაგიუმჯობესებთ განწყობას.
მოათავსეთ ეკომატი საწოლზე, დივანზე ან იატაკზე. ფრთხილად დაწექით მატრასზე. დაიდეთ ეკომატის ბალიში თავის ქვეშ, ისე რომ კისერი და მხრების ნაწილიც აღმოჩნდეს ბალიშზე.
დასაწყისისთვის, დისკომფორტის შესამცირებლად, შეგიძლიათ მაისურის გამოყენება. პროცედურის დრო გაზარდეთ ნელ-ნელა 2-3 წუთიდან 20 წუთამდე.
მასაჟის ხანგრძლივობა: 20-30 წთ
წელის მასაჟი
დააფინეთ ეკომატი საწოლზე ან იატაკზე. დაიდეთ ბალიში წელის არეში, რათა გაიზარდოს ზეწოლა მტკივნეულ ადგილზე. ზეწოლის გასაზრდელად, შეგიძლიათ ასევე ოდნავ მოხაროთ ფეხები მუხლებში, ისე რომ ტერფები იატაკს ეყრდნობოდეს.
ხანგრძლივობა: 15-30 წუთი
მასაჟი ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად
ეკომატი შეგიძლიათ გამოიყენოთ მუცლის მასაჟისთვის. ამ ტიპის მასაჟი იწვევს დამატებითი სისხლის მოდენას მუცლის კანის არეში, უნარჩუნებს მას სიმკვრივეს და მატებს ტონუსს. გარდა ამისა, ებრძვის შებერილობას, დისკომფორტს მუცლის არეში და აუმჯობესებს მონელების პროცესს.
მასაჟის დროს კი შეგიძლიათ თავი გაირთოთ წიგნის კითხვით, მუსიკის მოსმენით ან უბრალოდ სქროლოთ.
ხანგრძლივობა: 10-15 წუთი
ტერფების და ხელების მასაჟი
ტერფების მასაჟს შეუძლია სულ რაღაც 5 წუთში დაგმუხტოთ მთელი დღის სამყოფი ენერგიით.
ტერფების მასაჟი რეკომენდირებულია ჩაიტაროთ დილით. დაჯექით სკამზე, ეკომატი მოათავსეთ იატაკზე. ნაზად დააწყვეთ ტერფები ეკომატზე. როცა მიეჩვევით, შეგიძლიათ სცადოთ დადგომა ეკომატზე. დგომისას, წონა გადაიტანეთ ხან თითებისკენ, ხან ქუსლებისკენ. ხელების (ხელისგულების) მასაჟი დაგეხმარებათ დღის განმავლობაში სტრესის და შფოთვის დაძლევაში. როდესაც მენტალური გადატვირთვა გჭირდებათ, უბრალოდ ხელისგულებით დააწექით ეკომატის ბალიშს.
ხანგრძლივობა: 5-10 წუთი
ანტიცელულიტური მასაჟი გლუვი კანისთვის
ეკომატის გამოყენება ცელულიტის სამკურნალოდ შეგიძლიათ იატაკზე, დივანზე, ან სკამზე, წიგნის კითხვის ან ტელევიზორის ყურების ან მუშაობის პარალელურად. მთავარია, ეკომატს ჰქონდეს კარგი კონტაქტი პრობლემურ ზონასთან. შეგიძლიათ დამატებით საყრდენად და ზეწოლის გასაზრდელად ბალიშის გამოყენებაც. მასაჟის ხანგრძლივობა: 15 წუთი.
ეკომატის შენახვა და მოვლა
სწორად მოვლის პირობებში, ეკომატი წლების მანძილზე იქნება თქვენი პერსონალური მასაჟისტი;
შეინახეთ მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას;
ეკომატის ხალიჩა ირეცხება ხელით, ცივ წყალში. გარეცხვის წინ აუცილებლად ამოიღეთ შემავსებელი, იგი არ უნდა დასველდეს;
სამასაჟე ელემენტების გასაწმენდად შეგიძლიათ რბილი ჯაგრისის გამოყენება.
სამასაჟე ელემენტები რომ არ დაზიანდეს:
არ დადოთ წვეტებით ქვემო მყარ ზედაპირზე;
არ დააადოთ ზემოდან მძიმე საგნები;
არ დააბიჯოთ მატრასზე ან ბალიშზე ფეხსამლით;
არ გაიკეთოთ მასაჟი ჯინსის ან ნებისმიერი უხეში ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმლით.
Comments