top of page

რა კავშირი აქვს სტრესს სიმსუქნესთან?

Updated: Aug 20, 2023

იცოდით, რომ სტრესს შეეძლო ადამიანის სხეულის და მისი ფორმების შეცვლა? და ის, რომ მუცლის არეში ცხიმის დაგროვების მთავარი მიზეზი სწორედ სტრესია? სხეულის ამ ნაწილში ცხიმის დაგროვების მექანიზმი, პირდაპირ კავშირშია სტრესის ჰორმონ კორტიზოლთან, რომელიც სტრესის დროს გამომუშავდება გადაჭარბებული რაოდენობით. აღნიშნულ მდგომარეობას სახელიც კი დაარქვეს - ჰორმონალური ან სტრესის მუცელი. ასეთი მუცლის კორექცია მხოლოდ საკვების შეზღუდვით და ფიზიკური დატვირთვით, ფაქტობრივად შეუძლებელია.

სწორი მიდგომა წელის გარშემო და მუცლის არეში სიმსუქნესთან საბრძოლველად

განვიხილოთ, თუ რამდენად საშიშია ჰორმონალური მუცელი და არსებობს თუ არა მისი კორექციის მეთოდები?


არსებობს სამი ჰორმონი, რომელთა მომატებაც ვლინდება ზედმეტი ცხიმის დაგროვებით წელის რეში: ინსულინი, კორტიზოლი და პროლაქტინი. კორტიზოლი სტეოიდული ჰორმონია, რომელიც ქოლესტერინისგან წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლებში. კორტიზოლს ხშირად სტრესის ჰორმონსაც უწოდებენ. მისი ძირითადი დანიშნულებაა, დაეხმაროს ორგანიზმს რთულ სიტუაციებთან გამკლავებაში, კუნთების, ტვინის და გულისთვის საკმარისი ენერგიის მობილიზებაში.

ნორმაში ამ ჰორმონის მოქმედება მიმართულია ნახშირწყლოვანი ცვლის რეგულაციისკენ. კორტიზოლს ნორმაში მოჰყავს გლუკოზის დონე სისხლში და არტერიული წნევა, აუმჯობესებს მეხსიერებას, არეგულირებს იმუნურ სისტემას და აქვეითებს მგრძნობელობას ტკივილის მიმართ.


კორტიზოლის ფუნქციები:

  • ნახშირწყლების, ლიპიდების და ცილების მეტაბოლიზმის რეგულაცია,

  • არტერიული წნევის რეგულაცია

  • აქვს ანთების საწიააღმდეგო მოქმედება,

  • მონაწილეობს ძვლების ზრდაში.

სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის მომატებული რაოდენობით გამომუშავება დაკავშირებულია „ჰორმონალურ მუცელთან“. ვლინდება აბდომინალური გაცხიმოვნებით. ამ ზონაში ცხიმოვანი უჯრედები 4-ჯერ უფრო მგრძნობიარეა კორტიზოლის მიმართ, ვიდრე ორგანიზმის სხვა ზონების უჯრედები.
კავშირი სტრეს, უძილობას და სიმსუქნეს შორის. როგორ გავუმკლავდეთ ტკბილეული მოთხოვნილებას

კორტიზოლის ჰიპერპროდუქციის ნიშნები:

  • დიდი მუცელი;

  • თხელი კიდურები;

  • სახის მთვარისებრი ფორმა;

  • სტრიები მუცლის გარშემო;

  • კანის სიმკვრივის დაქვეითება;

  • სისუსტე ხელებში

  • მიკროჰემატომები, სისხლჩაქცევები სხეულზე

მომატებული კორტიზოლი ცვლის ადამიანს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც. ქვეითდება კოგნიტური ფუნქციები - მეხსიერება, კონცენტრაცია, რთულდება დასწავლა, ვლინდება ადვილად გაღიზიანებადობა, სწრაფად გადაღლა, ლიბიდოს დაქვეითება, ძილის დარღვევა და ენერგიის ნაკლებობა.


ჰიპერკოტიციზმის მიზეზი შესაძლოა იყოს იცენკო-კუშინგის სინდრომი (ეს სინდრომი დაკავშირებულია თირკმელზედა ჯირკვლის ან ჰიპოფიზის დაზიანებასთან), კორტიკოსტეროიდული მედიკამენტების გამოყენებასთან (რომლებსაც მრავალი სვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებენ) და სტრესთან. თირკმელზედა ჯირკვლისა და ჰიპოფიზის დაზიანების გადამოწმება შესაძლებელია ლაბორატორიული ანალიზების საფუძველზე: კორტიზოლი და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი სისხლში. თუმცა ჰორმონალური მუცლის ყველაზე ხშირ მიზეზად მაინც ქრონიკული სტრესი რჩება.

კორტიზოლის ფუნქციიდან გამომდინარე, მისი მომატებული სეკრეცა (გამოყოფა)ორგანიზმის ბუნებრივი პასუხია სხვადასხვა სახის საფრთხეზე. კორტიზოლი გამომუშავდება მუდმივად, ჩართულია სისხლში გლუკოზის ნორმალიზებაში და ქსოვილების უმრავლესობიდან ლიპიდებისა და ცილების გამოთავისუფლებაში.


ნებისმიერი სტრესის დროს, ორგანიზმი ცდილობს შეზღუდოს ნეგატიური შედეგები და გამოიმუშაოს მაქსიმალურად დიდი ენერგია. საფრთხის გაჩენა აიძულებს თირკმელზედა ჯირკვლებს, გამოიმუშაოს ადრენალინი, ნორადრენალინი და კორტიზოლი, ღვიძლმა კი, გლუკოზა. გულის რიტმი ნელდება, სუნთქვა ხდება ღრმა, კუნთებს მიეწოდება მეტი ჟანგბადი, გაძლიერებული სისხლის ნაკადის გამო იმატებს არტერიული წნევა. მხედველობითი, ყნოსვითი, სმენითი ფუნქციები, ყურადღება და კუნთების დაჭიმულობა იმატებს. ორგანიზმი ემზადება „თავდასხმის“ მოსაგერიებლად და მთელ ამ პროცესს მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდება.


მეცნიერებმა მრავალი კვლევის საფუძველზე დაადგინეს, რომ სტრესი მამაკაცებისთვის უფრო საშიშია, ვიდრე ქალებისთის. ეს განსხვავება ჩამოყალიბდა ევოლუციის პროცესში, ქალისა და მამაკაცის საფრთხის მიმართ განსხვავებული რეაქციით. კაცებისთვის პირველი რეაქცია არის „დაარტყი ან გაიქეცი“, ქალებისთვის კი „დაუმეგობრდი და გაწვრთენი“. კაცების მოვალეობა იყო თავდასხმა და მოგერიება, ქალებისთვის კი, გადასარჩენად, მეორე ტიპის რეაქცია უფრო მომგებიანი აღმოჩნდა გადარჩენისთვის.

სტრესის დროს სინთეზირდება დიდი რაოდენობით კორტიზოლი. ხოლო თუ სტრესი ქრონიკული ხდება და მის დასაძლევად მომზადებლი ენერგია არ დაიხარჯება, შენახული ტრიგლიცერიდები გადაინაცვლებს ვისცერალურ ცხიმოვან ქსოვილში და ჩალაგდება მუცლის არეში. ეჩხუბეთ ახლობელს, ანერვიულდით სამსახურში, გაგაკრიტიკათ მენჯერმა, დააგვიანეთ, ზედმეტად ივარჯიშეთ სპორტდარბაზში - კორტიზოლის მუცელიც სახეზეა.

სტრესის მუცლის კორექცია აუცილებელია, რადგან იგი სხვადასხვა მძიმედ მიმდიანრე დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორი ან სიმპტომი შეიძლება იყოს

მეორე მხრივ, კორტიზოლის მაღალი კონცენტრაცია ამძაფრებს მადას და სპეციფიურ პროდუქტებზე დამოკიდებულებას - ტკბილი, ცხიმიანი საკვები, ალკოჰოლი. დამახასიათებელია სწრაფი ნახშირწყლების ხშირად მოხმარება: გაზიანი სასმელები, ტკბილეული, ცომეული და ყველაფერი, რაც ინსულინის დონეს ზრდის სისხლში. ინსულინი კორტიზოლის ანტაგონისტია. ინსულინით ბლოკირების გამო უჯრედები ვერ იღებს საჭირო რაოდენობით გლუკოზას და ტვინი წყვეტს, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი მაღალკალორიული საკვების მიღება, რასაც მივყავართ წონის მატებისკენ. ამ კვებითი ჩვევების გამო, უმეტესად ყალიბდება ინსულინორეზისტენტობა, ჩნდება მეორე ტიპის დიაბეტის რისკი და წონის მატების დამატებითი პრობლემები.









Tags:

61 views0 comments

コメント


bottom of page