top of page

რა არის თვალის პაჩები და როგორ გამოვიყენოთ ისინი?

Updated: Aug 20, 2023

თვალის პაჩები ბოლო წლებში თავის მოვლის რუტინის უცვლელი ნაწილი გახდა. მაგიური აპლიკატორები 15-20 წუთში ანიჭებენ თვალებს დასვენებულ იერს, ასწორებენ წვრილ ნაოჭებს, ამცირებენ შეშუპებას, ტომრებს თვალების ქვეშ, ამცირებენ შავ წრეებს თვალების გარშემო.


რა არის პაჩები:


თვალების გარშემო კანი, სახის სხვა ზონებთნ შედარებით, ყველაზე მოწყვლადია ასაკობრივი ცლილებების და გარე დამაზიანებელი ფაქტორების მიმართ, რადგან ამ ზონაში არ არის კანქვეშა ცხიმი, კოლაგენის და ელასტინის ბოჭკოები.

თვალების გარშემო მხოლოდ დამატენიანებელი საცხის გამოყენება ხშირად არასაკმარისია და დამატებით მოვლას მოითხოვს. ამ მიზნით შეიქმნა თვალის პაჩები - ნახევარმთვარის ფორმის აპლიკატორები. პაჩების ბაზა შეიძლება იყოს აქტიური კომპონენტებით გაჯერებული ქსოვილი ან გელი.

პაჩების შემადგენლობაში ხშირად ვხვდებით ჰიალურონის მჟავას, გლიცერინს, ვიტამინებს, გამაღიავებელ კომპონენტებს, პეპტიდებს და ამინომჟავებს, მცენარეების ექსტრაქტებს, მუცინს, კოლაგენს, პანთენოლს, კოლოიდურ ოქროს, შავ მარგალიტს.

მაღალკონცენტრირებული კომპონენტები მომენტალურად აღწევს ეპიდერმისში და იწყებს „მუშაობას“, შედეგი კი, მომენტალურად აისახება კანის მდგომარეობაზე.


როგორი პაჩები არსებობს?


ქუთუთოს ექსპრეს-ნიღბები ორი ნიშნით ჯგუფდება: ბაზაში გამოყენებული მასალის და მოქმედების მიხედვით.

თვალის პაჩები შეიძლება იყოს:

1. ჰიდროგელის.

ჰიდროგელი არის ინოვაციური პოლიმერი, რომელსაც უნარი აქვს დააგროვოს და გასცეს დიდი რაოდენობით სითხე. ჰიდროგელის ნიღბები გამოირჩევა ჰიალურონის მჟავის მაღალი კონცენტრაციით, ასწორებს ნაოჭებს, ინარჩუნებს ტენს კანის საფარველში. ჰიდროგელის ბაზა კომპრესივით მჭიდროდ ეკვრის ქუთუთოს კანს და მექანიკურად ზემოქმედებს მასზე. კანში იწყება ფიბრობლასტების მიერ საკუთარი ჰიალურონის მჟავის გამომუშავება და სტმულირდება კერატინოციტების ზრდა. კერატინოციდები მექანიკური დაზიანებისა და გაუწყლოებისგან კანის ბუნებრივი დამცავი ბარიერია. ჰიდროგელის ნიღბებს აქვს შესამჩნევი ლიფთინგ ეფექტი გამოყენებისთანავე. ეფექტი ნარჩუნდება შემდგომი ორი დღის განმავლობაში;


ოქროს, ბიოკოლაგენის და ჰიდროგელის თვალის პაჩები

2. კოლაგენის თვალის პაჩები - შედგება ბუნებრივი, წყალში ხსნადი კოლაგენისგან. ნიღბის ძირითადი ფუნქციაა ნაოჭების გასწორება და ლიფთინგ ეფექტი. გარდა ამისა, კოლაგენი კანში მოხვედრისას იწყებს მოქმედებას მყისიერად. რეგულარული გამოყენებისას, აუმჯობესებს კანის რეგენერაციის უნარს. მინუსი - შედეგი ნარჩუნდება 3 სააათინ 24 საათამდე, დამოკიდებულია კანის საწყის მდგომარეობაზე;


3. ქსოვილის - ბაზად იყენებენ ბამბის ქსოვილს ან მასალას, რომელიც გაჟღენთილია აქტიური გელით, შრატით ან დამატენიანებელი საშუალებით. მინუსები: მჭიდროდ ვერ ეკვრის კანს, ამიტომ არ აქვს ლიფტინგ ეფექტი. მკვებავი კომპონენტების მოქმედება გრძელება 2-3 საათის განმავლობაში. პლიუსი: დაბალი ფასი, შეიძლება კვირაში რამდენჯერმე გამოყენება;


4. სილიკონის - შეიცავს სილიკონის ერთ-ერთ ნაირსახეობას - მეთილტრიმეტიკონს, რომელიც ქმნის თხელ აპკს კანზე და იძლევა ვიზუალური ლიფტინგის ხანმოკლე ეფექტს. მინუსი: სხვა კოსმეტიკური მახასიათებელი ასეთ ნიღბებს არ აქვს. პლიუსი: შეგვიძლია მაცივარში გავაცივოთ და დილით გამოვიყენოთ შეშუპების შესამცირებლად.


მოქმედების მიხედვით გამოყოფენ პაჩებს:


1. შეშუპებისთვის - მადრენირებელი პაჩები, რომლებსაც გამოაქვთ ზედმეტი სითხე და ამკვრივებენ სისხლძარღვების კედლებს. ლიმფოდრენაჟული მოქმედებით გამოირჩევა ცხენიწაბლას ექსტრაქტი, გინკგო ბილობას ექსტრაქტი და ჰექსაპეპტიდი;


2. თვალების გარშემო შავი წრეებისთვის - პერიორბიტალური ზონის მოვლისთვის და შავი წრეების წინაღმდეგ გამოიყენება გამაღიავებელი მოქმედების მქონე პაჩები, რომლებიც შეიცავს კოფეინს და გამაღიავებელ მჟავებს: რძის, ღვინის, ნიკოტინის, ტარტარის. შემადგენობაში ასევე ხშრად გვხვდება დამატებით ანტიოქსიდანტები და დამატენიანებელი კომონენტები. თუ შავი წრეები დაკავშრებულია გადაღლასთან და უძილობასთან, შედეგი გამოყენებისთანავე შესამჩნევია. ხოლო თუ შავი წრეები დაკავშირებლია შინაგანი ორგანოების დაავადებებთან, პაჩებს ძალიან ხანმოკლე და სუსტად გამოხატული ეფექტი აქვს;


3. ანტიასაკობრივი პაჩები ლიფტინგის ეფექტით - გამოირჩევა კოლაგენის, ჰიალურონის, მუცინის, ანტიოქსიდანტების, პეპტიდების, ბოტოქსის და კოლოიდური ოქროს კონცენტრირებული შემცველობით. ყველა ეს ნივიერება მიმართულია კანის ბუნებრივი სიმკვრივის აღსადგენად, ნაოჭების გასასწორებლად, კაპილარების გასამკვრივებლად და მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად. ასეთი პაჩები გვიცავს ნაადრევი დაბერების ნიშნებისგან და კანის გამოშრობისგან.


როგორ გამოვიყენოთ პაჩები:


1. გავისუფთაოთ კანი;

2. ქვედა ქუთუთო ოდნავ დავისველოთ წყლით, რომ პაჩები კარგად მიეკროს კანს;

3. ფრთხილად ავიღოთ აპლიკატორები და დავიკრათ ქვედა ქუთუთოზე წამწამების ზრდის ზოლიდან 2 მმით ქვევით;

4. თუ ვიყენებთ შეშუპების ან შავი წრეების საწინააღმდეგო პაჩებს, დავიკრათ ისინი თვალის შიდა კუთხისკენ ახლოს.

5. პაჩები ეკრობა ცხვირიდან საფეთქლისკენ მიმართულებით. შევეცადოთ, ამ დროს კანი პაჩების ქვეშ არ დანაოჭდეს;

6. პაჩებს ვიხსნით ამავე მიმართულებით - ცხვირიდან საფეთქლისკენ;

7. ქუთუთოზე დარჩენილ მკვებავ შრატს არ ვიბანთ.

კონცენტრირებულ პაჩებს ვიყენებთ 10-30 წუთის განმავლობაში. ქსოვილის პაჩები დამატენიანებელი ეფექტით შეგვიძლია 1-დან 8 საათამდეც დავიტოვოთ კანზე.


არ გამოიყენოთ პაჩები, თუ გაქვთ:

  • კონიუნქტივიტი და სხვა მწვავე ოფთალმოლოგიური დაავადებები;

  • ქუთუთოების კანის მექანიკური დაზიანებები;

  • კუპეროზი.




Comments


bottom of page