top of page

რომელი მეზოროლერი გამოვიყენოთ?

Updated: Aug 20, 2023

საკმაოდ ხშირად დასმული კითხვაა.

თუ არასდროს გამოგვიყენებია მეზოროლერი, სასურველია დავიწყოთ ნემსის მინიმალური სიგრძით 0.2, 0.25 ან 0.3 მმ. 0.25-0.3 მმ მეზოროლერები აუმჯობესებს სახის კანის რელიეფს, სიმკვრივეს და ფერს, სერუმში შემავალი ნივთიერებები ღრმად აღწევს დერმაში. 0.25-0.3 მმ ნემსიანი მეზოროლერის გამოყენება დასაშვებია მგრძნობიარე კანისთვისაც.


1.5-2 თვის შემდეგ მეზოროლერს უწევს შეცვლა, რადგან 6-10 გამოყენების შემდეგ ნემსები ბლაგვდება და მისი გამოყენება არაეფექტური ხდება. ჩანაცვლების დროს შეგვიძლია ნემსის სიგრძის გაზრდა 0.5 მმ-მდე.

0.5 მმ ნემსები ნაჩვენებია ფართე ფორების, ჰიპერპიგმენტაციის, წვრილი, ზედაპირული ნაოჭების შემცირებასა და პროფილაქტიკისთვის, აკნეს შემდგომი ნაწიბურების სამკურნალოდ. ჰიპერპიგემნტაციის დროს დამატებით დადებით ეფექტს მივიღებთ, თუ გამოვიყენებთ C ვიტამინის შემცველ სერუმთან ერთად.


0.75 მმ ნემსის მქონე მეზოროლერი გამოიყენება ნაოჭებზე, აკნეს შემდგომ ნაწიბუბზე და სხვა ნაწიბურებზე სამუშაოდ. ნემსის სიგრძის გამო, მაქსიმალური ყურადღება უნდა მივაქციოთ მის სისუფთავეს და ალკოჰოლით დამუშავებას. 0.75 მმ ნემსებიანი მეზოროლერთან კომბინაციაში რეკომენდებულია გამოვიყენოთ ამპულირებული (ერთჯერადი, სტერილური) სერუმები.


1.0 მმ მეზოროლერის გამოყენება სახის კანზე, სახლის პირობებში, დასაშვებია მხოლოდ ღრმა ნაოჭსა და ნაწიბურზე სამუშაოდ. სახის სხვა ზონებზე მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის, განსაკუთრებით, თხელი, კუპეროზისკენ მიდრეკილი ან მგრძნობიარე კანისთვის.


1.0 მმ მეზოროლერი კარგ შედეგს გვაძლევს თმის ცვენის შესამცირებლად, სხეულზე ღრმა ნაწიბურების და სტრიების შესამცირებლად და გასაქრობად. სასურველია გამოვიყენოთ ვიტამინებით და ჰიალურონის მჟავით გამდიდრებულ სერუმებთან კობინაციაში.



 მეზოროლერის ნემსების სიგრძე, პროცედურების სიხშირე|Dermis.ge

Comments


bottom of page