top of page

თმის ცვენა - მითები და რეალობა

Updated: Nov 1, 2023

თმის ხშირად დაბანა ან შეღებვა მართლა იწვევს თმის ცვენას?

თმის შეჭრის შემდეგ თმა მართლა ხშირდება და სწრაფად ამოდის?

განვიხილოთ თმასთან დაკავშირებული მითები.


მითი 1: თმის ყოველდღიურად დაბანა იწვევს ცვენას

თმის ხშირი დაბანა ცვენას არ იწვევს, თუმცა შამპუნი უნდა იყოს აუცილებლად მაღალი ხარისხის, რომელიც არ გამოაშრობს თავის კანს. რაც უფრო შრება თავის კანი, მით მეტად ცხიმიანდება, შესაძლოა გაჩნდეს ქერტლიც. აუცილებელია კარგი, მკვებავი შამპუნის შერჩევა, ნეიტრალური PH-ით, რომელიც თავის კანს არ გამოაშრობს.

ფოტოზე აღბეჭდილია ქალი, რომელიც იბანს თავს

მითი 2: თმის ხშირად შეღებვა იწვევს ცვენას

თმის საღებავები დადებითად არ მოქმედებს თმაზე, თუმცა არც ცვენას იწვევს.

თმის გაღიავებამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის კანის ძლიერი დამწვრობა და თმის ფოლიკულების დაზიანება, რის შემდეგაც თმა ვეღარ გაიზრდება.

მუდმივი შეღებვა-გაღიავება აზიანებს თმის სტქუტურას, ღერები ადვილად მტვრევადი ხდება. როდესაც თმის ღერის მტვრევა ხდება თავის კანთან ახლოს, ეს პროცესი ძალიან ემსგავსება ცვენას.


მითი 3: ზღვის წყალი აძლიერებს თმის ცვენას

ზღვის წყალი, მასში მარილის მაღალი შემცველობის გამო, ნეგატიურად მოქმედებს თმის ძირებზე. ცურვისა და ყვინთვის მოყვარულებმა უმჯობესია ცურვის დროს დამცავი ქუდი ატარონ, ცურვის შემდეგ კი, აუცილებელია თმაზე მტკნარი წყლის გადაივლება. ანდროგენეტიკური ალოპეციის ან მისი სიმპტომების გამძაფრება შეიძლება გამოიწვიოს ულტრაიისფერმა სხივებმაც, ამიტომ მზეზე ყოფნისას სასურველია თავის დაფარვა.


მითი 4: თმის ცვენა შეიძლება ვარცხნილობამ გამოიწვიოს

თუ ხშირად იკეთებთ მჭიდრო „კუდს“, აფრიკულ ნაწნავებს ან შინიონებს, თმა იჭიმება და ცვივა, განსაკუთრებით ანდროგენული ალოპეციის დროს.


მითი 5: გამელოტება მხოლოდ 30 წელს გადაცილებულ მამაკაცებს ემუქრებათ

ანდროგენული ალოპეციის გამშვები მექანიზმი ორივე სქესისთვის ერთნაირია: თმის ძირები რეაგირებენ მამაკაცურ ჰორმონ ტესტოსტერონზე. ტესტოსტერონი ამცირებს თმის ზრდის ფაზას, თხელდება თმის ღერებიც.

მამაკაცებში ანდროგენული ალოპეციის პირველი ნიშნები შესაძლოა გამოვლინდეს სქესობრივი მომწიფების პერიოდში - 14 წლის შემდეგ, თუმცა ხშირად მამაკაცები ამას მხოლოდ 20 წლის ასაკში ამჩნევენ. 40 წლის ასაკში თმის საფარველის შეთხელება უკვე შესამჩნევი ხდება.

რაც შეეხება ქალებს, ანდროგენული ალოპეცია საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში იწყება, ცვლილებები კი 30 წლის ასაკისთვისაა გამოხატული. ანდროგენული ალოპეცია ევროპეიდული რასის მამაკაცების 80%-ს და ქალების 42%-ს აღენიშნებათ.

ფოტოზე გამოსახულია ქალი, რომელიც ამჩნევს ალოპეციის პირველ სიმპტომებს, თმის საფარველის გათხელებას ახალგაზრდა ასაკში

მითი 6: ფენით გაშრობა იწვევს თმის ცვენას

ფენი არ აზიანებს თმის ფოლიკულებს, შესაბამისად, მათ ზრდაზე ვერ ექნება გავლენა. მეორე მხრივ, ინტენსიურად მაღალი ტემპერატურით ზემოქმედება და ტენის აორთქლება იწვევს თმის ღერების დაზიანებას, მტვრევადობას, განსაკუთრებით ბოლოებში.


მითი 7: სტრესი აძლიერებს თმის ცვენას

ალოპეციისკენ გენეტიკურად მიდრეკილ ადამიანებში თმის ცვენას აძლიერებს ქრონიკული უძილობა, სტრესი და მოწევა. ანდროგენულ ალოპეციაზე ასევე უარყოფითად აისახება ჰიპერტონული დაავადება, სიმსუქნე და ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა.


მითი 9: 50-100 თმის ღერის ცვენა ყოველდღიურად ნორმაა

მართალია.


მითი 10: პრეპარატების საშუალებით შესაძლებელია ფოლიკულების რაოდენობის გაზრდა

არასწორია. არ არსეობობს პრეპარატი, რომელსაც ფოლიკულების რაოდენობის შეცვლა შეუძლია. ფოლიკულების რაოდენობას მხოლოდ გენეტიკა განსაზღვრავს.


მითი 11: შეჭრის ან გაპარსვის შემდეგ თმა უფრო სწრაფად გაიზრდება და გასქელდება

თმა იზრდება 0.3-0.5 მმ-ით დღე-ღამეში, ანუ დაახლოებით 0.9-1.5 სმ-ით თვეში. თმის ღერზე დაკვირვებისას შენიშნავთ, რომ ბოლოებისკენ თმის ღერი წვრილდება/თხელდება. წვრილი ბოლოების შეჭრის შემდეგ, თმის ღერი უფრო მსხვილი ჩანს.


მითი 12: მელოტ მამაკაცებს მოჭარბებული ტესტორსტერონი აქვთ

ტესტოსტრონის და სხვა მამაკაცური ჰორმონების დონე სისხლში ანდროგენეტიკური ალოპეციის დროს შესაძლოა ნორმაში იყოს. გამელოტების მიზეზი ამ შემთხვევაში ანდროგენების მატება არ არის. ანდროგენულ ალოპეციას იწვევს ანდროგენებისადმი თმის ფოლიკულების მომატებული მგრძნობელობა.


მითი 13: მინოქსიდილი ეფექტური პრეპარატია ანდროგენეტიკური ალოპეციის დროს

დღეს ბაზარზე წარმოდენილია სხვადასხვა დასახელების პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ აქტიურ ნივთიერება 5% მინოქსიდილს. მინოქსიდილი ხელს უწყობს თმის ზრდას: აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს თმის კვებას. 30 წლის განმავლობაში ჩატარდა მრავალი სამედიცინო კვლევა მინოქსიდილით ალოპეციის მკურნალობის ეფეტურობის შესასწავლად. კვლევებმა აჩვენა, რომ მინოქსიდილი მართლაც აუმჯობსებს მდგომარეობას ანდროგენეტიკური ალოპეციის დროს. მამაკაცებში თმის ზრდა შესამჩნევი ხდება პრეპარატის გამოყენების დაწყებიდან 2-4 თვეში. ქალებში - მკურნალობის დაწყებიდან 3-6 თვეში.

ფოტოზე გამოსახულია მამაკაც, რომელიც იყენებს თმის ცვენის საწინააღმდეგო პრეპარატს

Comments


bottom of page