top of page

ზურგის ტკივილი და ეკომატი

Updated: Oct 3, 2023

ზურგის ტკივილი - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დისკომფორტია, რომელიც ერთხელ მაინც ყველა ჩვენგანს გამოუცდია. ზურგის ტკივილი შესაძლოა დაიწყოს ტრავმის, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის, ხანგრძლივად ერთ ან არასწორ პოზაში (მდგომარე, მჯდომარე სამუშაო) ყოფნის შემდგომ, მალების, მყესების ან დისკების პათოლოგიის შემთხვევაში, რბილი ქსოვილების დაზიანების და ან დაჭიმვის დროს. ზურგის ტკივილი შესაძლოა გამოვლინდეს შინაგანი ორგანოების დაავადებების დროსაც, როგორც ერთ-ერთი სიმპტომი.


ხერხემალი ასრულებს, საყრდენ, დამცავ, მოძრაობით და ამორტიზაციულ ფუნქციებს. ამ ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებაში მონაწილეობენ მალთაშორისი დისკები, ხრტილები, კუნთები და მყესები. დროთა განმავლობაში ისინი განილევიან, რაც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეგენერაციული დაავადებების მიზეზი ხდება.


დერმისი გთავაზობთ ზურგის ტკივილისგან გათავისუფლებას 30 დღეში, აკუპრესურის მასაჟის კომპლექტის - ეკომატის დახმარებით.


მასაჟს შეუძლია ზურგის ტკივილის შემსუბუქება ან საერთოდ გათავისუფლება მისგან.

დერმისის მასაჟის კომპლექტი მასაჟის მრგვალი, წვეტიანი ელემენტებით, რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, ხსნის ზურგის ტკივილს და კუნთების დაძაბულობას. ეკომატზე მასაჟის შემდეგ მთელ სხეულში ჩნდება სიმსუბუქის სასიამოვნო შეგრძნება.


რა შემთხვევებშია მასაჟი თერაპიის ეფექტური მეთოდი:

  • ფიბრომიალგია;

  • მალთაშორისი დისკის თიაქარი;

  • წელის და დორსალური ოსტეოართრიტი;

  • სპონდილოლისთეზი;

  • DDD (დისკის დეგენერაციული დაავადება);

  • რადიკულიტი;

  • ლუმბაგო.

ეკომატით რეგულარული მასაჟის შედეგები:

  1. საგრძნობლად მცირდება ზურგის ტკივილი;

  2. ეკომატის გამოყენება შეგიძლიათ ყოველ დღე, სულ რაღაც 20 წუთით;

  3. ასტიმულირებს ენდორფინების - ბიოლოგიური ტკივილგამაყუჩებლების გამოყოფას;

  4. ხსნის კუნთების დაძაბულობას და სპაზმს;

  5. ამცირებს ანთებით პროცესებს ორგანიზმში, გვერდითი მოვლენების გარეშე;

  6. უზრუნველყოფს ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტაბილურობის შენარჩუნებას.

აკუპრესურის მატრას ეკომატზე წევს გოგონა და იტარებს პროცედურას ზურგის ტკივილის გასაყუჩებლად

აკუპრესურის მატრასის ეფექტურობა დადასტურებულია კლინიკური კვლევებით.


2014 წელს ევროკავშირმა დააფინანსა ორი კვლევა:

პირველ ეტაპზე ჩატარდა აკუპრესურის მატრასის სრული ლაბორატორიული კვლევა და ექიმების ჯგუფი მივიდა დასკვნამდე რომ აკუპრესურის მატრასის გამოყენებით:

  • მნიშვნელოვნად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა კანქვეშ;

  • უმჯობესდება მეტაბოლიზმი;

  • მცირდება ანთებითი პროცესები კუნთებსა და სახსრებში;

  • ტკივილი საგრძნობლად მცირდება ან ქრება.

ფოტოზე აღბეჭდილია აკუპრესურის მატრასი ეკომატი, რომელიც გამოიყენება ტკვილის, შფოთვის, უძილობის, დაღლილობის, ცელულიტის და შეშუპების წინააღმდეგ

კვლევების მეორე ეტაპზე პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ აკუპრესურის მატრასს 30 დღის განმავლობაში, გაუუმჯობესდათ:

  • ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდება;

  • კუნთების ტონუსი;

  • მეტაბოლიზმი;

  • განწყობა.

97% მონაწილემ აღნიშნა, რომ გრძნობდნენ კუნთების რელაქსაციას.

93% მონაწილემ აღნიშნა, რომ საგრძნობლად ან მთლიანად მოეხსნათ ზურგის ტკივილი.

92% მონაწილემ აღნიშნა, რომ მომავალშიც განაგრძობენ მასაჟის მატრასის გამოყენებას.



დერმისის მასაჟის მატრასი ძლიერი თერაპიული საშუალებაა. მატრასის გამოყენების დროს შეიძლება კანის ზედაპირზე ვიგრძნოთ ოდნავ ტკივილი, ზემოქმედების არეალის შეწითლება და გათბობა, რაც გაივლის გამოყენებიდან 10 წუთში. ეს სიმპტომები მატრასის ეფექტურად მუშაობის ერთ-ერთი ნიშანია.


დერმისის ეკომატი ზურგის ტკივილის სახლის პირობებში მკურნალობის ეფექტური, ბუნებრივი და უსაფრთხო მეთოდია, რომელიც გვერდითი მოვლენების გარეშე გააყუჩებს ტკივილს და მოხსნის დაჭიმულობას!
დაემშვიდობეთ ზურგის ტკივილს გაჯანსაღების ნატურალური მეთოდით, ეკომატთან ერთად.
დერმისის აკუპრესურის მატრას ეკომატზე ზის გოგონა  და აპირებს წეის ტკივილის საწინააღმდეგო მასაჟის ჩატარებას

Tags:

90 views0 comments

Comments


bottom of page