top of page

ენდორფინები - ბედნიერება, რომელიც ჩვენშია

Updated: Aug 20, 2023

სტრესი სამსახურში, უძილობა ან არასაკმარისი ძილი, საცობები ქალაქში, ბანკის კრედიტები, დაუბალანსებელი კვება და კიდევ მრავალი ფაქტორი, დროთა განმავლობაში იწვევს ორგანიზმის გამოფიტვას. ასეთ რეჟიმში განსაკუთრეული ყურადღება უნდა მივაქციოთ ფსიქოლოგიური წონასწორობის და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას, რისთვისაც აუცილებელია „ბედნიერების ჰორმონის“ მაღალი კონცენტრაცია ორგანიზმში.


სახელწოდება „ენდორფინი“ წარმოშობილია სიტყვების „ენდოგენური მორფინები“-ს გაერთიანებით. ესაა ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი, რომელსაც წარმოქმნის ჩვენი ორგანიზმი. ენდორფინები ბლოკავენ ტკივილის იმპულსის გადაცემას და გავლენას ახდენენ ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე. ითვლება, რომ ენდორფინების მაღალი კონცენტრაცია იწვევს ეიფორიის და ბედნიერების განცდას.


ტკივილის დროს „ირთვება“ ორგანიზმის საპასუხო რეაქცია და იწყება თავის ტვინში ენდორფინების გამომუშავება. ბეტა-ენდორფინები უკავშირდება თავის ტვინში მიუ-რეცეპტორებს და ავლენს ტკივილიგამაყუჩებელ და ანთებისსაწინააღმეგო მოქმედებას.


ენდორფინები სინთეზირდება, როცა საყვარელი საქმით ან ჰობით ვართ დაკავებული, ვუსმენთ საყვარელ მუსიკას, გემრიელი სადილის შემდეგ ან ფიზიკური აქტივობისას.

ენდორფინების დონის დაქვეთება ორგანიზმში იწვევს ნეგატიურ განწყობას, დაღლილობის, უიმედობის განცდას, უინიციატივობას, მოტივაციის დაკარგვას.


რას აკეთებენ ენდორფინები?


ენდორფინები გვეხმარება სტრესთან გამკლავებაში, ავლენს ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, მონაწლეობას იღებს აზროვნების და ემოციის ფორმირების პროცესში. ეს ნივთიერებები უმთავრესია დეპრესიის და შფოთვის დასაძლევად, მოტივაცის ასამაღლებლად. ენდორფინები მონაწილებენ თავის ტვინის აგზნებისა და შეკავების პროცესების რეგულაციაში.


რისთვის გვჭირდება ენდორფინები?


თუ თავს გრძნობთ ემოციურად ამაღლებულად, ეს ენდორფინების დამსახურებაა. ენდორფინები გვაძლევს საშუალებას, განვიცადოთ სიამოვნება სხადასხვა პროცესით: გემრიელი საკვებით, კარგი ფილმის ყურებით, საყვარელი მუსიკის მოსმენით. თუ ენდორფინები სტაბილურად არ გამომუშავდება ორგანიზმში, შეუძლებელი ხდება ცხოვრების აქტიური წესის, მაღალი თვითშეფასების შენარჩუნება და დასახული მიზნების განხორციელება. მისი დეფიციტი იწვევს უძილობას, ნერვულ აშლილობას, ალკოჰოლზე ან სხვასდასხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულების განვითარებას.


როგორ გამოვიმუშაოთ ენდორფინი


ჩვენ შეგვიძლია, ვაიძულოთ ორგანიზმი, რომ „გამოიმუშაოს“ მეტი ენდორფინი. ამისთვის, რამდენიმე მეთოდი არსებობს, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწდომია.


ფიზიკური დატირთვა:

ზომიერი ფიზიკური აქტივობა ასტიმულირებს ენდორფინების სინთეზს, აუმჯობესებს განწყობას და ამაღლებს თვითშეფასებას. „ბედნიერების ჰორმონი“ გამომუშავებას იწყებს ვარჯიშის დაწყებიდან 30 წუთში. უბრალო სეირნობაც კი, ამცირებს კორტიზოლის დონეს და „გვმუხტავს“ ენდორფინებით. ცეკვა, ცურვა, ფიტნესი, გაწელვა, იოგა - სტრესთან ბრძოლის ეფექტური პარტნიორებია.


გოგონა ვარჯიშობს|დარბის,უსმენს საყვარელ მუსიკას|Dermis.ge

ექსტრიმი:

პარაშუტიდან ხტომა, სქაიდაივინგი, ატრაქციონები, სნოუბორდი - ენდორფინების გამომუშავების მშვენიერი მეთოდებია.


ჰობი:

ხატვა, კულინარია, კერვა, ქარგვა, წიგნების კითხვა და ფილმების ყურება, ან ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ და დადებით ემოციებს იწვევს თქვენში. საყვარელი ჰობით დაკავება გვეხმარება გავზარდოთ თვითრწმენა, კმაყოფილების განცდა, შევამციროთ შფოთვა და დეპრესიის ნიშნები.

სრულფასოვანი კვება:

ვიტამინებისა და მინერალების სიმწირე აისახება ორგანიზმის მიერ ენდორფინის გამომუშავების უნარზე. დავამატოთ მენიუში ბანანი, ავოკადო, ნუში, ნიგოზი, კენკრა, შავი შოკოლადი, ორაგული და სანელებლები.


წყლის აბაზანის მიღება:

წყლის პროცედურები, განსაკუთრებით სასიამოვო სურნელის მქონე ქაფით, სანთლების და მუსიკის თანხლებით, ეხმარება ჩვენს ტვინს ნეირომედიატორების, მათ შორის, ენდორფინებისა წარმოქმნაში,


მედიტაცია:

რეგულარული მედიტაციური პრაქტიკა იწევს ენდორფინების სტაბილურ გამომუშავებას, არეგულირებს ძილს, გვანიჭებს სიმშვიდეს, აქვეითებს ადვილად გაღიზიანებადობას.


მზე:

მზის აბაზანების მიღებისას, გამომუშავდება ვიტამინი D, რომელიც მონაწილეობს ბედნიერების ჰორმონის სინთეზში.


სიცილი:

კარგი კომედიის ყურება, მხიარულ გარემოცვაში ყოფნა, ან უბრალოდ სიცილის თერაპია, ენდორფინების გამომუშავების ერთ-ერთი საუკეთესო და მარტივი მეთოდია.


ქალი იცინის და ბედნიერია|Dermis.ge

მასაჟი:

მასაჟის დროს გამოიყოფა სეროტონინი და დოფამინი, ქვეითდება სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონე. 15 წუთიანი მასაჟის შემდეგაც კი, თავის ტვინში სინთეზირდება ენდორფინები, რის გამოც გვეუფლება ბედნიერების, მოდუნების განცდა. ქრება შფოთვა და დაძაბულობა.


არომათერაპია:

ლავანდის, პიტნის, რეჰანის, მელისას არომატები გვეხმარება ნერვული სისტემის დამშვიდებაში. ბერგამოტი, ილანგ-ილანგი, ციტრუსები - გვავსებს ენერგიით და გვანიჭებს მხნეობას.



コメント


bottom of page