top of page

გლიცერინი კოსმეტიკაში: ზიანი თუ სარგებელი

Updated: Aug 20, 2023

გლიცერინი - კოსმეტოლოგიური საშუალებების უმრავლესობაში შემავალი კომპონენტია. წყალთან ტანდემში გლიცერინი ღრმად ატენიანებს და არბილებს კანს. ავლენს დადებით თვისებებს წყალთან და ჰიალურონის მჟავასთან კომბინაციაში.

დერმისი, ანტი-ასაკობრივი სახლის გაჯეტები|Dermis.ge

მითები გლიცერინის შესახებ

მითი 1: გლიცერინს ამოაქვს კანიდან სითხე, რაც იწვევს კანის გამოშრობას.

რეალობა:

განზავებული გლიცერინი არის ძალიან კარგი დამატენიანებელი. მას აქვს უნარი, მიიზიდოს წყლის მოლეკულები და შექმნას ეპიდერმისის ზედაპირზე დამცავი, ძალიან თხელი აპკი, რომელიც ინარჩუნებს კანში ტენს. კანის გამოშრობა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გლიცერინი გამოყენებულია განუზავებელი ფორმით. კოსმეტოლოგიურ საშუალებებში გლიცერინი განუზავებლად არ გამოიყენება. მისი პროცენტული წილი კოსმეტიკურ საშუალებაში არ უნდა აღემატებოდეს სრული მასის 10-15%-ს.


მითი 2: გლიცერინი არის იაფფასიანი დამატენიანებელი საშუალება, იაფი = ცუდს

რეალობა:

გლიცერინი გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისთვის და აქვს გაფილტვრის სხვადასხვა ხარისხი. გლიცერინი მიიღება ნატურალური ინგრედიეტებისგან (მაგალითად, ყველაზე ხარისხიანი მცენარეული ზეთებისგან) და გაწმენდის ყველა საფეხურის გავლისას, მასში არ რჩება საზიანო მინარევები და აქვს მხოლოდ სასარგებლო თვისებები.


მითი 3: ჰაერის დაბალი ტენიანობის შემთხვევაში, გლიცერინი იწყებს წყლის გამოდევნას ეპიდერმისიდან.

რეალობა:

დამატენიანებლის ძირითადი მიზანი არის კანის ღრმა შრეებში შეღწევა და კანის შრეებში სითხის შენარჩუნება. როდესაც გლიცერინი ხვდება კანის ღრმა შრეებში, მისი მოლეკულები აყალიბებს ქსოვილთაშორის სითხეს, რითიც იცავს უჯრედებს ნეგატიური ოსმოსური წნევისგან.

ჰაერის დაბალმა ტენიანობამ შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ ეპიდერმისის ზედა რქოვანა შრის 2-3 რიგის გამოშრობა, ხოლო კანის ღრმა შრეები რჩება დატენიანებული.


დერმისი, ანტი-ასაკობრივი სახლის "გაჯეტები"|Dermis.ge

მრავალრიცხოვანი ლაბორატორიული კვლევები ადასტურებს, რომ გლიცერინის გამოყენება კოსმეტოლოგიურ საშუალებებში, ახდენს კანზე დადებით გავლენას

გლიცერინის დადებითი თვისებები:

ჰიგროსკოპიულობა - გლიცერინის მოლეკულები შთანთქავს და იგროვებს ტენს. მისი მოლეკულა ძალიან მცირე ზომისაა, რის გამოც, აქვს კანში ღრმად შეღწევადობის და მისი ყველა შრის დატენიანების უნარი;

ეპიდერმისის მნიშვნელოვანი კომპონენტი - გლიცერინი წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმის უჯრედების მიერ. ის არის უჯრედულ მემბრანებში წყლის ცირკულაციის აქტიური მონაწილე. როდესაც რაიმე მიზეზით ორგანიზმის მიერ ამ ნივთიერების წარმოქმნა მცირდება, კოსმეტოლოგიური საშუალებებით შესაძლებელია კანში ტენის დანაკლისის შევსება.

დამცველობითი ფუნქცია: გლიცერინს აქვს უნარი, ამოავსოს წვრილი ნაოჭები და მიკრონახეთქები სითხით. ასევე, ხელს უშლის მიკროორგანიზმების, მტვრის ნაწილაკების, დამაზიანებელი ნივთიერებების კანის ზედა შრეებში მოხვედრას, რითაც იცავს ეპიდერმისს ანთებისგან და გაღიზიანებისგან.


გლიცერინის უარყოფითი თვისებები:

კანზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია მხოლოდ „სუფთა“ - განუზავებელ გლიცერინს, ასევე, მის მაღალ შემადგენლობას კოსმეტიკურ საშუალებებში. ასეთი კოსმეტიკური საშუალების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კომედონების გაჩენა და კანის ძლიერი გამოშრობა.


გლიცერინის კონცენტრაცია კოსმეტიკურ დამატენიანებელ საშუალებებში

დამატენიანებელი კრემები და ლოსინები შეიცავს 65-80% წყალს. ამ მოცულობაზე იყენებენ 10-15% გლიცერინს, როგორც აქტიურ, ტენიანობის შემანარჩუნებელ საშუალებას. თუ გლიცერინის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმაზე ბევრად მაღალია, კანზე წარმოიქმნება სველი, შემაწუხებელი აპკი.


დერმისი, ყველაფერი სილამაზის შესახებ|Dermis.ge

სამწუხაროდ, კოსმეტიკურ საშუალებებში გლიცერინის რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან პროცენტული თანაფარდობა პროდუქტის შეფუთვაზე არ დაიტანება. ერთადერთი გამოსავალია, შევიძინოთ ისეთი საშუალება, სადაც შემადგენლობის ჩამონათვალში გლიცერინი სიის დასაწყისში არ არის მოხსენიებული.

Comments


bottom of page