კანის ახალგაზრდობას განაპირობებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორი ცილა: ელასტინი და კოლაგენი.
კოლაგენი და ელასტინი ცილებია, რომლებიც წარმოიქმნება ჩვენ ორგანიზმში ფიბრობლასტების მიერ.
კოლაგენი რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს:
დამცველობითი ფუნქცია - კანს ანიჭებს სიმკვრივეს და ელასტიურობას;
საყრდენი ფუნქცია - კანქვეშა სივრცის ძირითადი შემავსებელი;
რეგენერაცია - უჯრედების აღდგენა;
კოლაგენი ხელს უშლის მელანომების წარმოქმნას.
ელასტინი - ახალგაზრდობის ცილა!
ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება ფიბრობლასტების მიერ და არის შემაერთებელი ქსოვილის ელასტიური ბოჭკოების ძირითადი შემადგენელი (კანი, სისხლძარღვების კედლები, ფილტვები, მყესები და ა.შ.)
ელასტინის ძირითადი ფუნქციებია:
კანის ელასტიურობის და სიმკვრივის შენარჩუნება;
კანის გაწელვის შემდეგ საწყის მდგომარეობაში დაბრუნება;
კანის ზედაპირის რეგენერაცია სხვადასხვა დაზიანებების დროს (დამწვრობა, ტრავმა, წყლული, ანთებითი პროცესები);
ტენის შენარჩუნება ეპიდერმისის ზედა შრეებში;
კანქვეშა ცხიმის გამომუშავების კონტროლი.
5 ნაბიჯი ელასტინის და კოლაგენის სინთეზის სტიმულაციისთვის
ასაკის მატებასთან ერთად, კოლაგენის და ელასტინის სინთეზი ორგანიზმში მცირდება. შედეგად, სახის კონტურები ნელ-ნელა იცვლება, კანზე ჩნდება მოშვებული, არაელასტიური ზონები.
საბედნიეროდ, არსებობს უსაფრთხო და ეფექტური მეთოდები, რომლებიც ხელს უწყობს კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას.
1. განახლება:
დელიკატური პილინგი - ასტიმულირებს ახალი კოლაგენის და ელასტინის წარმოქმნას; ასევე მკვდარი, აქერცლილი უჯრედების მოშორებით კანს ვამზადებთ შემდგომი ინტენსიური მოვლისთვის.
2. ვიტამინიზაცია:
ელასტინისა და კოლაგენის სინთეზში წამყვან როლს ასრულებს ვიტამინი C. ასევე, კანის სიჯანსაღისთვის და ახალგაზრდობისთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანია A, D და E ვიტამინები.
შეეცადეთ, ხშირად მიიღოთ C ვიტამინით მდიდარი საკვები: ბროკოლი, ტკბილი წიწაკა, ციტრუსები.
უშუალოდ კანზე დასატანად გამოიყენეთ ისეთი კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც შეიცავს სტაბილურ C ვიტამინს.
C-ვიტამინი არ "მეგობრობს" სალიცილის და გლიკოლის (AHA, BHA) მჟავებთან. ამ მჟავებთან კომბინაციაში C ვიტამინი იშლება, იწევს სახის კანის გაღიზიანებას და არღვევს კანის PH-ს.
A ვიტამინის შემცველი საკვები: მწვანე და ყვითელი ბოსტნეული, ღვიძლი, ხიზილალა და რძის პროდუქტები.
კოსმეტიკური მოვლა - კოსმეტიკურ საშუალებებში A ვიტამინი უმეტესად რეტინოლის სახით გვხვდება. რეტინოლი ეფექტური, მაგრამ საკმაოდ „პრეტენზიული“ ინგრედიენტია - იგი არამდგრადია მზის სხივების მიმართ. კოსმეტოლოგები რეკომენდაციას უწევენ, რეტინოლის შემცველი საშუალები გამოვიყენოთ საღამოს, დაძინებამდე 1 საათით ადრე. დილით, სეზონის მიუხედავად, აუცილებლად გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალება SPF 30 ან 50.
3. ცილა
კვების რაციონში დაამატეთ ჯანსაღი ცილების ერთი ან ორი პორცია - ნიგოზი, ნუში, გოგრის გული, წიწიბურა, შვრია, ლობიო, სოიო, მუხუდო, რძე, ხაჭო.
4. დამატებითი კოლაგენი
კოლაგენის ინტენსიური სტიმულაციისთვის რეკომენდებულია ინექციური მეთოდები - პლაზმოლიფტინგი, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია.
ბიუჯეტურ ალტერნატივად გვევლინება მეზოროლერის გამოყენება ვიტამინიზებულ, კოლაგენით და ელასტინით გამდიდრებულ შრატებთან და ნიღბებთან ერთად.
5. კანის დაცვა მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან
სახლიდან გასვლამდე 30 წუთით ადრე, სახეზე დავიტანოთ მზისგან დამცავი საშუალება SPF 30 და მეტი.
Comments