top of page

ვიტამინი C კოსმეტიკაში: რისთვის გვჭირდება და როგორ გამოვიყენოთ?

Updated: Aug 19, 2023

ვიტამინი C შეუცვლელი კომპონენტია ჩვენი ორგანიზმისთვის. იგი ადამიანის ორგანიზმში არ სინთეზირდება, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვიტამინი C -ს დეფიციტი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, კაპილარების კედლების სისუსტეს და ჯანმრთელობის სხვა მრავალ პრობლემას. ვიტამინი C არანაკლებ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კანის ჯანმრთელობაზე.

ვიტამინი C - კარგად შესწავლილი კომპონენტია და მისი ეფექტურობა სამედიცინო კვლევებით არის დამტკიცებული. ვიტამინი C - ს გამოყენება კოსმეტიკაში ყოველთვის დადებით გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე.


ვიტამინი C კოსმეტიკაში|Dermis.ge

კოსმეტიკაში ვიტამინი C - ს ფუნქციები:


ვიტამინი C მოქმედებს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით:

  • მაღალკონცენტრირებული ასკორბინის მჟავა იწვევს ამქერცლ ეფექტს, AHA ამინომჟავების ანალოგიურად, აშორებს კანის მკვდარ, გარქოვანებულ უჯრედებს წმენდს კანს, ანიჭებს მას სიგლუვეს, თანაბარ რელიეფს და ფერს;

  • ასტიმულიებს კოლაგენის სინთეზს, ამიტომ ეფექტურად ებრძვის ასაკობრივ ცვლილებებს და აღადგენს დაზიანებულ ზონებს, იდეალურია ანთებითი და გამომშრალი კანისთვის;

  • ამცირებს მელანინის წარმოქმნას, პიგმენტაციას, აქრობს ან ამცირებს პოსტაკნეს ნაწიბურებს, ათანაბრებს კანის ფერს და სძენს მას ბრწყინვალებას;

  • ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ამიტომ მისი გამოყენება კუპეროზის მქონე პაციენტებსაც შეუძლიათ;

  • ავლენს ანთებისსაწნააღმდეგო მოქმედებას. ვიტამინი C - ს შემცველ კოსმეტიკურ საშუალებებს კარგად იყენებენ პრობლემური კანის მოვლისთვის;

  • ვიტამინი C ძლიერი ანტიოქსიდანტია.

ვიტამინი C - ს გამოყენება ნებისმიერი ტიპის კანის მქონე ადამიანს შეუძლია, მთავარია, ვიცოდეთ ამ პრეპარატის რომელი ფორმა და კონცენტრაცია ავირჩიოთ.



ვიტამინი C სერუმი ჰიალურონით|Dermis.ge


ვიტამინი C - ს ფორმები:


არსებობს ვიტამინი C - ს რამდენიმე ფორმა. თითოეული ფორმულა სხვადასხვანაირად მოქმედებს, ამიტომ რეკომენდებულია, ვიტამინი C - ს შემცველი პრუდუქტი შევარჩიოთ კანის ტიპის და საკორექციო პრობლემის მიხედვით.


1. L-ასკორბინის მჟავა - ვიტამინი C - ს ყველაზე მჟავა ფორმა. თუ მაღალკონცენტრირებულია, შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და სიწითლე. ეს ფორმა არის ყველაზე ეფექტური, მაგრამ არასტაბილური. L-ასკორბინის მჟავას პრეპარატები არ უნდა გამოვიყენოთ, თუ გვაქვს ნაზი, მგრძნობიარე ან რეაქტიული კანი. ინახება ბნელ, გრილ ადგილას, მაგალითად, მაცივარში;


2. ასკორბილ ფოსფატ ნატრიუმი (Sodium Ascorbyl Phosphate) - ავლენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას, უმკლავდება გამონაყარს და კომედონებს, (Sodium Ascorbyl Phosphate). ვიტამინი C - ს ეს ფორმა ასევე დადებით გავლენას ახდენს არასასურველ პიგმენტაციაზე და პოსტაკნეს ნაწიბურებზე, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. არ აღიზიანებს კანს, ამიტომ გამოიყენება მგრძნობიარე კანზეც;


3. ასკორბილ პალმიტატი (Ascorbyl Palmitate) ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, ავლენს ძლიერ ანტიოქსიდაციურ მოქმედებას და ამაგრებს კაპილარების კედლებს. თითქმის არ ახდენს გავლენას არასასურველ პიგმენტაციაზე;


4. ასკორბილ ფოსფატ მაგნიუმი (Magnesium Ascorbyl Phosphate) – „მუშაობს“ ძალიან ნაზად, ამიტომ კარგად გამოიყენება მგრძნობიარე კანის მოსავლელად. ავლენს ანტიასაკობრივ, გამაღიავებელ და ანტიოქსიდაციურ ეფექტს;


5. ასკორბილ გლუკოზიდი (Ascorbyl Glucoside) - ძალიან ეფექტურია პიგმენტაციის შესამცირებლად, ამაღლებს კანის სიმკვრივეს და ელასტიურობას. შესაძლოა, გამოიწვიოს ეპიდერმისის ოდნავი გაღიზიანება;


6. 3-O ეთილ-ასკორბინის მჟავა (3-O Ethyl Ascorbic Acid) - ძალიან ეფექტური და სტაბილური ფორმაა. ამცირებს ან აქრობს პიგმენტაციას, ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, აქრობს შეშუპებას. არ იწვევს კანის გაღიზიანებს, ამიტომ ნებისმიერი ტიპის კანზე გამოიყენება;


7. ვიტამინი C – ს შემცველი მცენარეების ექსტრაქტები. ამ ფორმის ვიტამინი C არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე ზემოთჩამოთვლილი ფორმები. წესისამებრ, ასეთი ექსტრაქტები არ აღიზიანებს კანს, აღიავებს, ათანაბრებს ტონს და ავლენს ანტიოქსიდაციურ მოქმედებას;


ვიტამინი C -ს შემცველი ხილი, ციტრუსი|Dermis.ge

ვიტამინი C ძალიან ეფექტური კომპონენტია, მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ გარკვეული თავისებურებები ამ პროდუქტის გამოყენებისას:


  • ვიტამინი C - ს მაღალკონცენტრირებული პროდუქტები რეკომენდებულია გამოვიყენოთ საღამოს რუტინაში. დილით გამოვიყენოთ SPF საცხი, რადგან ვიტამინი C ზრდის ეპიდერმისის ფოტომგრძნობელობას;

  • სერუმები, რომლებშიც ვიტამინი C - ს შემცველობა მაღალია, სასურველია დავიტანოთ მშრალ კანზე, მათი გაშრობის შემდეგ კი გამოვიყენოთ საცხები აღმდგენი კომპონენტებით: კერამიდებით, ქოლესტეროლით, სკვალანომით;

  • თუ სერუმს მეტალის სუნი გაუჩნდა, დაუყონებვლივ უნდა შევწყვიტოთ მისი გამოყენება. ასეთი სუნი ვიტამინი C - ს დაჟანგვის შედეგია.


Kommentare


bottom of page