3D სახის როლერი
- Mariam Lekveishvili
- Jan 25, 2023
- 2 min read
Updated: Sep 17, 2023
აქტიური მიმიკა, ფიზიოლოგიური ასაკობრივი ცვლილებები, კანის სტრუქტურული კარკასის დასუსტება, გარემო და სტრეს-ფაქტორები ხდება პირველი ნაოჭების, კანის ნაკეცების, გრავიტაციული პტოზის და ატონიის მიზეზი. კანი კარგავს სიმკვრივეს და ელასტიურობას, კონტურები აღარ არის გამოკვეთილი, სახე კარგავს ჯანსაღ ფერს.
პროფესიონალურ კოსმეტოლოგიაში დღეს უამრავი მეთოდი არსებობს, რომელსაც შეუძლია კანს დაუბრუნოს ახალგაზრდული იერი, მაგრამ ეს პროცედურები სიძვირის გამო ყველასთვის არაა ხელმისაწვდომი.
ბოლო წლებში პოპულარული გახდა თავის მოვლის „სახლის გაჯეტები" მათი ეფექტურობისა და დაბალი ფასის გამო. ერთ-ერთი ასეთი ხელმისაწვდომი და ძალიან ეფექტური "სახლის გაჯეტია" 3D სახის როლერი. მისი მრავალწახნაგოვანი თავაკები ტრიალებს 360°-ით და
ადუნებს მიმიკურ კუნთებს;
გამოდევნის ტოქსინებს;
ლიმფოდრენაჟის გაძლიერებით, ხსნის შეშუპებებს;
აუმჯობესებს კოსმეტიკური საშუალებების მოქმედებას;
გამოკვეთს სახის კონტურებს და
აკორეგირებს მეორე ნიკაპს (ღაბაბს).
3D როლერი ეფექტურია როგორც კანის ასაკობრივ პრობლემებთან საბრძოლველად, ასევე პროფილაქტიკის მიზნითაც.
მისი გამოყენება რეკომენდებულია 25 წლიდან.

3D როლერი გავლენას ახდენს კანის ყველა შრეზე და მიმიკურ კუნთებზე, რის გამოც:
მცირდება ნაოჭები, მოშვებული კანი, ატონია;
მცირდება შეშუპება;
სახეს უბრუნდება ჯანსაღი ფერი;
ეფექტურია სახის ოვალის აღსადგენად და საკორექციოდ;
ამცირებს მეორე ნიკაპს;
მასაჟი უბრუნებს კანს მოვლილ იერს სტრესული და დამღლელი დღის შემდეგ.
სამგანზომილებიანი მასაჟი მრავალწახნაგოვანი თავაკებით
360°-ით მოტრიალე თავაკებს აქვს 350 დამუშავებული წახნაგი, რომლებიც ერთდროულად ამასაჟებს კანის სხვადასხვა შრეს და სახის კუნთებს.
როლერის თავაკები მოქმედებს კანის ქსოვილებზე უფრო ღრმად და ინტენსიურად, ვიდრე მანუალური მასაჟი, გუაშა და ხელის ერთთავიანი როლერები.
როლიკების დახრის კუთხე სპეციალურად არის შემუშავებული კანთან მასაჟორის სრული კონტაქტისთვის. როლიკები ქმნის 70°-იან კუთხეს ინსტრუმენტის სახელურთან, რის გამოც თავაკებს შორის ექცევა კუნთიც და ამ გზით ხდება სახის ოვალის მოდელირება, ამ ზონაში მოშვებული კანის კორეგირება და ღაბაბის შემცირება.

350 სამასაჟე წახნაგი ამუშავებს მიმიკურ კუნთებს, რის გამოც, იხსნება კუნთების სპაზმი. სახის კუნთების სპაზმის მოხსნით და კანის სტრუქტურის ტონუსში მოყვანით ამცირებს უკვე არსებულ ნაოჭებს და ხელს უშლის ახალი ნაოჭების ჩამოყალიბებას, ებრძვის პტოზს და კანის ატონიას.
3D როლერით მასაჟის დამატებითი დადებითი ეფექტი გამოიხატება სახის კანის ფერის გაუმჯობესებით და შეშუპების შემცირება-გაქრობით. სისხლის მიმოქცევის და ლიმფის გადინების სტიმულაციით მასაჟორი აუმჯობესებს უჯრედების ჟანგბადით და ნუტრიენტებით მომარაგებას, გამოაქვს ტოქსინები და ზედმეტი სითხე. შედეგად, კანი იძენს მოვლილ, ახალგაზრდულ და დასვენებულ იერს.
3D როლერით მასაჟის დამატებითი დადებითი ეფექტი გამოიხატება სახის კანის ფერის გაუმჯობესებით და შეშუპების შემცირება-გაქრობით. სისხლის მიმოქცევის და ლიმფის გადინების სტიმულაციით მასაჟორი აუმჯობესებს უჯრედების ჟანგბადით და ნუტრიენტებით მომარაგებას, გამოაქვს ტოქსინები და ზედმეტი სითხე. შედეგად, კანი იძენს მოვლილ, ახალგაზრდულ და დასვენებულ იერს.
3D როლერით 15-წუთიანი მასაჟის შედეგები
კანიდან გამოიდევნება ტოქსიკური ნივთიერებები და შეგუბებული სითხე;
ლიფთინგ-ეფექტი: სახის ქვედა მესამედის კონტურები ხდება უფრო გამოკვეთილი, მცირდება მეორე ნიკაპი, კანი ხდება უფრო მკვრივი, თანაბრდება მიკრორელიეფი;
კუნთების ტონუსის აღდგენითა და მიმიკური კუნთების სპაზმის მოხსნით, მცირდება კანის ნაკეცები და ნაოჭები.
მასაჟის დაწყებამდე აუცილებლად წასაკითხი რეკომენდაციები
3D როლერის გამოყენება შეიძლება როგორც კურსის სახით, ასევე, მნიშნელოვანი შეხვედრის წინ, თავის სწრაფად მოსაწესრიგებლად ან დამღლელი დღის შემდეგ სტრესის მოსახსნელად.
მასაჟის კურსი: საშუალოდ 20 პროცედურა, ყოველდღიურად. სასურველია გაიმეოროთ ყოველ 2 თვეში.
პროცედურის დაწყების წინ მოიშორეთ მაკიაჟი, დაიბანეთ სახე და დეკოლტეს ზონა, დაიტანეთ მასზე კრემი ან სერუმი. მასაჟორი უნდა მოძრაობდეს აუცილებლად სამასაჟე ხაზების მიმართულებით. თითოეულ ზონას სჭირდება როლერის 5-7 გატარება. პროცედურა მთლიანად გრძელდება საშუალოდ 15 წუთი. უფრო გამოხატული ეფექტისთვის, მასაჟის შემდეგ შეგიძლიათ ნიღბის გამოყენება.
როლერის წინააღმდეგჩვენებები:
როლერით მასაჟი არ არის რეკომენდებული კუპეროზის, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ჰიპერტენზიის, არითმიის, სისხლის შედედების უნარის დარღვევისას;
დიაბეტი;
ორსულობა;
ონკოლოგია;
აქტიური აკნე;
კანის დაზიანებები, დერმატოლოგიური პრობლემები, მასაჟის ზონაში ალერგიული გამონაყარი;
მასაჟორი არ გამოიყენება იმ ზონებზე, სადაც არის იმპლანტები, ფილერები ან ბოტოქსი,
მასაჟორი ასევე არ გამოიყენება დერმაბრაზიის, ლაზერული და ქიმიური პილინგების დროს;
სხეულის ტემპერატურის მომატება გაციებისას, სეზონური ვირუსული დაავადებების, გრიპის, ქრონიკული დაავადებების გამწვავების ფაზაში;
ჰერპესის გამწვავების ფაზა.
Comments