top of page
  • 3D როლერი არის მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური საშუალება სახის კომპლექსური მასაჟისთვის სახლის პირობებში.

     

    3D როლერი ხელს უწყობს: ნაოჭების გასწორებას, სახის

    კონტურების გამოკვეთას, შეშუპების შემცირებას, აუმჯობესებს კანის ფერს, სიმკვრივესა და ელასტიურობას.

     

    3D როლერის პატარა ზომის მრავალწახნაგოვანი თავაკები იდეალურად გამოიყენება

    სახის, კისრისა და დეკოლტეს ზონების მასაჟისთვის.

    3D როლერის სისტემატურად გამოყენების შედეგად:

     

    • უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და კანის მომარაგება ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით;

    • სტიმულირდება ზედმეტი (შეგუბებული) სითხის გადინება;

    • მცირდება ნაოჭები და მათი სიღრმე;

    • ხელს უწყობს შრატებიდან და მკვებავი კრემებიდან სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას;

    • უმჯობესდება კანის ტონუსი;

    • მცირდება შეშუპება სახისა და დეკოლტეს არეში;

    • უმჯობესდება სახის ფერი;

    • ეფექტურია სახის ოვალის აღსადგენად და საკორექციოდ;

    • ამცირებს „მეორე ნიკაპს“.

     

    ზომა: 4.5x13 სმ

    3D როლერი სახის კანისთვის

    25,00GELPrice
    ფერი
      • მასაჟის დაწყებამდე მოიშორეთ მაკიაჟი, დაიბანეთ სახე და დეკოლტეს ზონა;

      • მოიხსენით აქსესუარები (ყელსაბამი, საყურე);

      • შეიკარით თმა, რომ არ მოყვეს როლიკებში მასაჟის დროს;

      • მშრალ და მგრძნობიარე კანზე დაიტანეთ სახის სერუმი ან დამატენიანებელი მასაჟის დაწყებამდე;

      • მასაჟორი უნდა მოძრაობდეს აუცილებლად სამასაჟე ხაზების მიმართულებით;

      • დასაწყისში სასურველია დაიწყოთ 3-5 წუთით და შემდეგ გაზარდოთ მასაჟის დრო და როლერის გატარების რაოდენობა;

      • მასაჟის დროს არ დააწვეთ კანს ძლიერად;

      • თითოეულ ზონას სჭირდება როლერის 5-7 გატარება. პროცედურა მთლიანად გრძელდება საშუალოდ 15 წუთი;

      • უფრო გამოხატული ეფექტისთვის, მასაჟის შემდეგ შეგიძლიათ ნიღბის ან სერუმის გამოყენება.

    bottom of page