top of page

ცელულიტი და ეკომატი

Updated: Sep 17, 2023

ცელულიტის გაჩენა კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში ცვლილებებთან არის დაკავშირებული და მისი კორექცია მასაჟის გარეშე წარმოუდგენელია. ცელულიტი ხშირად არა მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა, არამედ თვითშეფასების დაქვეითების მიზეზი ხდება. თუ ამ სტატიას კითხულობთ, საავარაუდოდ, უკვე ცელულიტის გაქრობის ბევრი მეთოდი უშედეგოდ გაქვთ ნაცადი.


ცელულიტი მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არ არის. იგი გამოწვეულია კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში სტრუქტურული ცვლილებებით, რომლის მკურნალობაც, მასაჟის გარეშე შეუძლებელია. ცხიმოვანი უჯრედები კოლაგენის ბოჭკოებით შემქმნილ ვერტიკალურ უჯრედებშია ინკაფსულირებული. როცა ეს უჯრედები ცხიმის ტოქსინებით ივსება, შემაერთებელი ქსოვილი იჭიმება (იწელება) და აფერხებს სისხლის და ლიმფის ცირკულაციას.


ცელულიტისგან არც ერთი ქალი არ არის დაზღვეული, მიუხედავად იმისა, ვარჯიშობს და სწორად იკვებება, თუ არა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

  • ჰორმონალური დისბალანსი.

  • ქრონიკული დაღლილობა;

  • ძილის დარღვევა;

  • გენეტიკური განწყობა;

  • თამბაქოს მოხმარება;

  • ცხოვრების არაჯანსაღი წესი

დერმისის აკუპრესურის მატრასი ეკომატი - ცელულიტის შემცირების მარტივი და ეფექტური მეთოდი


დერმისის აკუპრესურის მატრასის თანაბრად განაწილებული სამასაჟე წერტილები მოქმედებს ადამიანის კანის 5000-ზე მეტ წერტილზე, შედეგად კი, აუმჯობესებს სისხლის და ლიმფის მიმოქცევას, ამდიდრებს უჯრედებს ჟანგბადით და ნუტრიენტებით. გაძლიერებული მიკროცირკულაციის შედეგად თბება ზემოქმედების არეალი, სტიმულირდება ტოქსინების და პრობლემურ ზონებში შეგუბებული ზედმეტი სითხის გამოდევნა.


ახალგაზრდა ქალი ზის აკუპრესურის მატრას ეკომატზე და ემზადება ანტიცელულიტური მასაჟის ჩასატრებლად

კლინიკური კვლევების შედეგები


2014 წელს ევროპაში ჩაატარეს კლინიკური კვლევები აკუპრესურის მატრასის გამოყენებასთან დაკავშირებით. კვლევა ჩატარდა ორი ასაკობრივი ჯგუფის 28-34 წლის და 35-45 წლის პაციენტებზე. დოპლეროგრაფით შეამოწმეს კანში სისხლის მიმოქცევა და შეადარეს ეს მონაცემი აკუპრესურის მატრასზე 20 წუთიანი მასაჟის შემდეგ მიღებულ მონაცემს. აღმოჩნდა, რომ 20 წუთიანმა პროცედურამ კანში სისხლის ცირკულაცია ორივე ასაკობრივი ჯგუფის მონაწილეებში 7-ჯერ გააუმჯობესა.


დერმისის მატრასის რეგულარული გამოყენება 30 დღის მანძილზე მინიმუმამდე ამცირებს კანის არათანაბარობას, აუმჯობესებს ტონუსს, ანიჭებს კანს სიმკვრივეს და ერთგვაროვან რელიეფს.


დერმისის ეკომატი:

  • მოქმედებს კანის ღრმა შრეებზე და ხელს უწყობს ცელულიტის შემცირებას;

  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;

  • ამარაგებს კანს ჟანგბადით;

  • ასტიმულირებს ლიმფის ცირკულაციას;

  • უზრუნველყოფს სწრაფ შედეგს;

  • დღეში 10-15 წუთიც საკმარისია პროცედურისთვის;

  • კანი ხდება მკვრივი, გლუვი და ელასტიური.

ფოტოზე აღბეჭდილია აკუპრესურის მატრასზე 5 წუთიანი მასაჟის შედეგი - კანზე ჩანს წვეტიანი თავაკების ზემოქმედების შედეგი და შეწითლებული კანი, რაც მასაჟის შედეგად სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაზე მეტყველებს

სულ რაღაც 15 წთ დღეში და უკვე ერთ კვირაში მიიღებთ თვალსაჩინო შედეგს - გლუვ, ელასტიურ და თანაბარი რელიეფის კანს. სისხლის და ლიმფის მიმოქცევის სტიმულაციის შედეგად, დერმისის მატრასით რეგულარული მასაჟი აუმჯობესებს კანის მდგომარეობას დიეტის და ფიზიკური ვარჯიშის გარეშე. მატრასის გამოყენება და ანტიცელულიტური პროცედურის ჩატარება შესაძლებელია როგორც იატაკზე, ასევე საწოლზე, სკამზე - მუშაობის დროს, დივანზე - საყვარელი სერიალის, წიგნის კითხვის ან უბრალოდ, დასვენების პარალელურად,

ახალგაზრდა ქალი იტარებს ანტიცელულიტურ მასაჟს დერმისის აკუპუნქტურის მატრას ეკომატზე

დერმისის მატრასი - ცელულიტის მკურნალობის ეფექტური და ბუნებრივი საშუალებაა!
მარტივია გამოსაყენებლად.
სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ ანტიცელულიტური პროცედურის ჩატარება.


Tags:

32 views0 comments

Comments


bottom of page