top of page

სტრესი, შფოთვა და ეკომატი

Updated: Jul 30, 2023

სტრესი შეიძლება გამოვლინდეს შფოთვით, უძილობით, დაღლილობით, ადვილად გაღიზიანებადობით, დეპრესიით, მოტივაციის დაკარგვით, „გადაწვით“. სტრესი სხეულში ვლინდება ტკივილის, კუნთების დაჭიმვის და დაავადებითაც კი, რაც, თავის მხრივ, იწვევს დამატებით სტრესს და პრობლემებს.


დერმისი გთავაზობთ სტრესთან გამკლავების უშფოთველ მეთოდს: აკუპრესურის მატრასი - ეკომატი


მატრასის მრგვალი, წვეტიანი თავაკები კანთან კონტაქტისას ასტიმულირებს ენდორფინების გამომუშავებას. ენდორფინებს ბედნიერების ჰორმონებსაც უწოდებენ. ისინი მსუბუქი ეიფორიის, სიმშვიდის განცდას იწვევენ. ამ დროს ორგანიზმში მცირდება სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის დონე, რის შედეგადაც, უმჯობესდება განწყობა, მოტივაცია, კონცენტრაცია და მეხსიერება.

გოგონა ზის სავარძელზე და ეყრდნობა დერმისის აკუპრესურის მატრასს შფოთვის და სტრესის დასაძლევად

დერმისის ეკომატის რეგულარული გამოყენება:

  • ასტიმულირებს ენდორფინის გამომუშავებას. ენდორფინი ბედნიერების ჰორმონია და გვიქმნის ეიფორიის, სიმშვიდის და კომფორტის განცდას;

  • ენდორფინი თავის ტვინში მიუ-ოპიოიდურ რეცეპტორებს უკავშირდება და ბლოკავს ფიზიკურ ტკივილს;

  • აუმჯობესებს ძილს, რაც სტრესთან გამკლავების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია;

  • ხსნის კუნთების დაძაბულობას;

  • აუმჯობესებს განწყობას.

გოგონა ზის სავარძელზე და ეყრდნობა დერმისის აკუპრესურის მატრასს, იტარებს პროცდურას შფოთვის და სტრესის წინაღმდეგ

სტრესის მიზეზებს, სამწუხაროდ, ვერ გავექცევით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ მათზე ჩვენი ემოციური რეაქცია. საკუთარ თავზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა გვმატებს სიმამაცეს და სულიერ სიმშვიდეს, სადაც არ უნდა ვიყოთ - სამსახურში თუ სახლში.

Tags:

27 views0 comments

Comments


bottom of page