top of page

ეკომატი ენერგიისთვის, კარგი განწყობისთვის

Updated: Sep 17, 2023

თანამედროვე ცხოვრების ტემპი საკმაოდ აჩქარებულია. დასასვენებლად და ძალების აღსადგენად ხშირად რამდენიმე წუთის პოვნაც კი რთულია, მაგრამ რა გავაკეთოთ, როდესაც ძალა, ენერგია და მოტივაცია ელემენტარული ამოცანების შესრულებაზეც კი აღარ გვყოფნის?!

თანამედროვე ცხოვრების თავბრუდამხვევი ტემპი არ ნიშნავს, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უნდა დავივიწყოთ.


ყველას გვსურს ძალების, ენერგიის აღდგენა და თვითშეგრძნების გაუმჯობესება. დერმისის მასაჟის კომპლექტი საშუალებას გვაძლევს, ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ნებისმიერ დროს და ადგილას. მასაჟის 5-10 წუთი საკმარისია, რათა ცხოვრებაში შესამჩნევი ცვლილებები დაიწყოს. არ არის საჭირო სპეციალისტთან მიღებაზე ჩაწერა, არც სახლიდან ან ოფისიდან გასვლა. დერმისის მატრასი ორგანულად ჩაეწერება ყველაზე დატვირთულ გრაფიკშიც კი.


დერმისის მატრასის უპირატესობა ტრადიციული წერტილოვანი მასაჟის ანალოგიურია. მას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. მატრასის რეგულარული გამოყენება ასტიმულირებს ენდორფინების სინთეზს, რომლებიც უერთდება მიუ-ოპიოიდურ რეცეპტორებს თავის ტვინში და ბლოკავს ტკივილს. ენდორფინები ასევე ქმნის ეიფორიის და სიმშვიდის განცდას. მატრასის რეგულარული გამოყენება შეამსუბუქებს ან მთლიანად გააქრობს ტკივილს, შეამცირებს ცელულიტს, მოხსნის მუდმივ დაჭიმულობას, სტრესს, უძილობას და დაგვმუხტავს ენერგიით.

ახალგაზრდა ქალი ზის სავარძელზე და იტარებს მასაჟს დერმისის აკპრესურის მასაჟის მატრასზე. ხელში უჭირავს აკუპრსურის კომპლექტის ბალიში

დერმისის ეკომატის რეგულარული გამოყენება:


  • ასტიმულირებს ენდორფინების სინთეზს;

  • აქრობს დაღლილობას;

  • ქმნის სიმშვიდის განცდას;

  • აუმჯობესებს კონცენტრაციას;

  • აძლიერებს იმუნურ სისტემას;

  • ამარაგებს უჯრედებს ჟანგბადით და ზრდის ენერგიას!

საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვის სურვილი გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
ორი ახალგაზრდა ქალი დგას და ხელში უჭირავთ დერმისის მწვანე და ვარდისფერი აკუპრესურის მატრასები ეკომატები

Comments


bottom of page